გიორგი V (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გიორგი V''' – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (და...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | * [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები]] |
[[კატეგორია:სასულიერო პირები]] | [[კატეგორია:სასულიერო პირები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:29, 29 იანვარი 2023 მდგომარეობით
გიორგი V – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (დაახლ. XIV ს. 80-90-იან წწ.). ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის თანამედროვე. პატრიარქობა მოუხდა თემურლენგის შემოსევების უმძიმეს პერიოდში, როდესაც დამპყრობლებმა „მოვლეს სრულიად ქართლი, მოაოხრეს და სრულიად დაწვეს ყოველნივე შენობანი, და უფროისღა წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი, დააქ- ცინეს და დაწვეს ცეცხლითა“. გიორგი V 1393 წ. ამტკიცებს გიორგი მეფის მცხეთისადმი შეწირულების სიგელს. ამავე სიგელში გიორგი VII სთხოვს პატრიარქს „უნაკლო აღაპის გარდახდას“. 1398 წ. ვინმე სუნღულისძე სთხოვს აღაპის გადახდას ქრისტეშობის დღეს. 1399 წ. ერთ-ერთ საბუთში მოიხსენიება უკვე კათოლიკოსი ელიოზი.
ზ. აბაშიძე
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- ეგნატაშვილი ბერი, ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
- ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ.,1897.
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2000.