დელიბი ლეო
(ახალი გვერდი: ლეო დელიბი '''დელიბი კლემან ფილიბერ ლეო''' - ...) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
| + | [[კატეგორია:ფრანგი კომპოზიტორები]] | ||
16:34, 7 აგვისტო 2017-ის ვერსია
დელიბი კლემან ფილიბერ ლეო - ფრ. Clément Philibert Léo Delibes. (21. II. 1836, სენ-ჟერმენ-დიუ-ვალი, სარტა, – 16. I. 1891, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი.
დელიბი სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში (ა. ადანის საკომპოზიციო კლასი), 1853 მუშაობდა საოპერო თეატრებში აკომპანიატორად, ეკლესიებში – ორგანისტად. 1881-იდან პარიზის კონსერვატორიის პროფესორია. მისი ცნობილი ბალეტებია: „კოპელია“ (1870), „სილვია“ (1876). დაწერილი აქვს აგრეთვე ოპერები, ოპერეტები, რომანსები და სხვ. დელიბის საუკეთესო ოპერაა „ლამკე“ (1883), დელიბი ფრანგული ლირიკული ოპერის ტრადიციების გამგრძელებელია. მისი მუსიკისათვის დამახასიათებელია მელოდიურობა, სიფაქიზე.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")