გრიგოლი (მხატვარი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლი (მხატვარი)“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლი (ოქრომჭედელი)“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლი (ოქრომჭედელი)“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლი (მხატვარი)“ ...) |
მიმდინარე ცვლილება 20:45, 6 თებერვალი 2023 მდგომარეობით
გრიგოლი – (XVIII ს.), მხატვარი და ოქრომჭედელი, შემოქმედელი მიტროპოლიტი ნიკოლოზის შეკვეთით ღვთისმშობლის ხატის განმაახლებელი. ხატის ამჟამინდელი ადგილ-სამყოფელი უცნობია. მის უკანა მხარეს მოთავსებული ყოფილა ვრცელი წარწერა ხატის ისტორიით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხატი „გურიელს ქაიხოსროს საათაბაგოდან ჩამოუსვენებია“ შემოქმედში. წარწერის ბოლოს ნათქვამი ყოფილა: „ქ. ღმერთო, მოიხსენე უსტა ამის მხატვარი და ოქრომჭედელი გრიგოლ. ამინ“. „უსტა“ აქ, როგორც ჩანს, ოსტატის აღმნიშვნელი ტერმინია.
ვ. სილოგავა
[რედაქტირება] ლიტერატურა
ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი., 1987; Бакрадзе Д., Археологическое путешествие по Гурии и Аджарии, СПБ., 1988.