გრიგორასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგორასი“ გადაიტანა გვერდზე „ნიკიფორე გრიგორა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკიფორე გრიგორა“ გადაიტანა გვერდზე „გრიგორასი“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:26, 6 თებერვალი 2023 მდგომარეობით

გრიგორასი –(Gregoras) ნიკიფორე (1290/91 – 1360), ბიზანტიელი ისტორიკოსი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე. მისი ძირითადი თხზულება „რომაული ისტორია“ მოიცავს 1204-1359 წწ. ამბებს. საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობები ტრაპიზონის მეფეების: ალექსი I-ის (1204-1222), იოანე II-ისა (1280- 1298) და ბასილ I (1333-1340) კომნენოსების მეფობის, მათ დროს ტრაპიზონში სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებათა არსებობისა და ბიზანტიასთან ურთიერთობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ გრიგორასი ტრაპიზონის მეფეებს „კოლხების ქვეყნის მფლობელად“, „კოლხთა და ლაზთა ქვეყნის მფლობელად“ ან უბრალოდ „ლაზად“ მოიხსენიებს. ეს ფაქტი კი ტრაპიზონის სამეფოს ეთნიკური და ეთნოპოლიტიკური ვითარების გარკვევისთვის დიდად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია აგრეთვე გრიგორასის ცნობები ტრაპიზონის მეფეთა დინასტიური ქორწინებების, აბაზგებისა და საქართველოში თათარ-ხვარაზმელთა შემოსევის შესახებ.

ნ. ლომოური


[რედაქტირება] წყაროები

გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 7, თბ., 1967.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები