ხარისძირა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები]] | + | [[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]] |
| − | + | ||
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ბაიასებრნი]] | [[კატეგორია:ბაიასებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:19, 23 თებერვალი 2023 მდგომარეობით
ხარისძირა – ქართლ. – კრუხ-წიწილა, ჯიკუტა, ძერაკურკუტანა, ქვ. ქართლ. – ხარაძირა, რაჭ. – ჯუჯუყვერა, ყაყაჩო, თეთრი ყაყაჩო, ზ. იმერ., კახ. – ძმრის დედა, გურ. – ბატის-კვერცხაი, აჭარ. – ხარიძირა, კრუხის ბუდე, მეგრ. ხარზენი, ხარძენი, ხეჩელა
Helleborus caucasicus A. Braun, H. abchasicus A. Braun
ხარისძირა ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ტყის პირი და ბუჩქნარია.
მრავალწლოვანი, 39-60 სმ სიმაღლის მცენარეა, რომელიც იკეთებს ღრმად დაკვეთილ ხერხკბილა ფოთლებს და ერთ, ორ ან მრავალყვავილიან ღეროს.
ძირის ფოთოლი ერთი აქვს ან ორი, გრძელყუნწიანი, ხუთი-თერთმეტი ნაკვთით, ხეშეში, მუქი მწვანე და მეზამთრე. ღეროზე განლაგებული ფოთლები ყვავილობის დროს მკრთალი მწვანეა და ყუნწგაფართოებული.
ყვავილი საკმარისად დიდია. კავკასიური ხარისძირას ყვავილი მკრთალი ყვითელი ან მკრთალი მომწვანოა. აფხაზურ ხარისძირას ყვავილი შეფერადებული აქვს ღვინისფრად. ნაყოფი რთულია, სამი-რვა ნაწილისგან შემდგარი. თითოეული მათგანი მომწიფებისას ერთი მხრიდან იხსნება და თესლი გარეთ ცვივა.