ლიგულოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლიგულოზი''' – (ligulosis; ლათ. აღმძვრელის გვარის დასახელება Ligula + ბერ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | [[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:თევზების დაავადებები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:06, 21 აგვისტო 2023 მდგომარეობით
ლიგულოზი – (ligulosis; ლათ. აღმძვრელის გვარის დასახელება Ligula + ბერძნ. osis დაავადება) – უპირატესად, კობრისებრი თევზების ჰელმინთოზი. მისი აღმძვრელი, ცესტოდა – Ligula intestinalis-ის ლარვული ფორმა (პლეროცერკოიდი), პარაზიტობს თევზების მუცლის ღრუში. გავრცელებულია ყველგან – მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, ტბორებში.
კლინიკური ნიშნები: დაავადებული თევზები ჯგუფდებიან მეჩხერ ადგილებში, წყლის ზედაპირთან ახლოს; ცურავენ გვერდზე ან მუცლით ზევით. თევზი გამხდარია. მუცლის წინა ნაწილი შებერილია. იგი შესაძლოა გასკდეს.