იაპონური ცვილისებური ცრუფარიანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
ჩაის მავნე ორგანიზმები | ჩაის მავნე ორგანიზმები | ||
| − | |||
[[კატეგორია:ჩაის მავნებლები]] | [[კატეგორია:ჩაის მავნებლები]] | ||
13:27, 3 აპრილი 2023-ის ვერსია
იაპონური ცვილისებური ცრუფარიანა - Ceroplastes japonicus Green. აღნიშნული მავნებელი საქართველოში შეზღუდულად გავრცელებული მავნე ორგანიზმია. იგი აზიანებს ჩაის ფოთლებს, ყლორტებს, ტოტებსა და ზოგჯერ ღეროსაც. მცენარე სუსტდება. მასზე სახლდება საპროფიტული სოკოები, რომლებიც ფოთლის გაშავებას იწვევენ. ამის გამო, ფოთლების ასიმილაციის პროცესი ნელდება, ცხოველმყოფელობის პროცესი ეცემა, მცენარე კნინდება, ვერ უძლებს ყინვებს და იღუპება. ჩაის ბუჩქის მოსავალს ფოთოლი წარმოადგენს. აღწერილი დაზიანება იწვევს როგორც საერთო მოსავლის რაოდენობის დაცემას, ისე მისი ხარისხის გაუარესებას.
წყარო
ჩაის მავნე ორგანიზმები