ლენსკი ალექსანდრ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლენსკი ალექსანდრ“ გადაიტანა გვერდზე „ალექსანდრ ლენსკი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრ ლენსკი“ გადაიტანა გვერდზე „ლენსკი ალექსანდრ“ გადამ...) |
23:23, 14 მარტი 2023-ის ვერსია
ალექსანდრ ლენსკი − (ნამდვილი გვარი – ვერვიციოტი)(1847-1908), რუსი მსახიობი და რეჟისორი, თეატრალური პედაგოგი. სამოყვარულო სპექტაკლებსა და პროვინციაში მუშაობის შემდეგ, 1876 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მოსკოვის მცირე თეატრში. გამოირჩეოდა გარდასახვის უნარით, პერსონაჟის დახასიათებაში იცავდა ისტორიული სიზუსტეს, დიდ ყურადღებას აქცევდა გარეგნულ ნიშნებს, დეტალებს, მიმიკასა და გრიმს, გააჩნდა „სრულიად იშვიათი სცენური სირბილე“ (კ. სტანისლავსკი) ჰქონდა უფართოესი სამსახიობო დიაპაზონი, ერთნაირი ძალით ასრულებდა როგორც სახასიათო, ისე ლირიკულ და ტრაგედიულ როლებს, ჰქონდა უვრცელესი რეპერტუარი იყო განცდის თეატრის მომხრე და თავის პედაგოგიურ თუ სარეჟისორო მოღვაწეობაში მკაცრად იცავდა ამ პრინციპს.