რაფსოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რაფსოდი“ გადაიტანა გვერდზე „რაფსოდები“)

14:44, 3 მაისი 2023-ის ვერსია

რაფსოდი − (ბერძ. ῥαψῳδός, rhapsōidos, rhapto – ვაწყობ და ode – სიმღერა), მოხეტიალე მსახიობ-მომღერლები, ეპიკური პოემების წამღერებით შემსრულებლები (ძირითადად ჰომეროსის პოემები), ადგილ-ადგილ ქნარის გამოყენებით. მომღერალ-იმპროვიზატორ აედებისაგან განსხვავებით, ასრულებდნენ უკვე ჩამოყალიბებულ პოეტურ ტექსტებს. ზოგჯერ ისინი თავად იყვნენ პოეტები. ანტიკური ხანის გადმოცემით, ჰომეროსიც რაფსოდი იყო.

ძველი საბერძნეთის კლასიკურ ეპოქაში (V-IV სს. ძვ.წ.) რაფსოდის ხელოვნება თეატრალური ხელოვნების ნაწილად იქცა და იარსება გვიანი ანტიკურობის ხანამდე (I ს. ძვ.წ.) მელოდეკლამაციის სახით.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები