ელიოტი ტომაზ სტერნზ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ელიოტი ტომაზ სტერნზ“ გადაიტანა გვერდზე „ტომაზ სტერნზ ელიოტი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტომაზ სტერნზ ელიოტი“ გადაიტანა გვერდზე „ელიოტი ტომაზ სტერნზ“ ...) |
15:25, 30 მაისი 2023-ის ვერსია
ტომაზ სტერნზ ელიოტი – (ინგლ. Thomas Stearns Elio, 1888-1965), ინგლისელი პოეტი, დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე. თავის კრიტიკულ შრომებში ასაბუთებდა პოეტური დრამის აღორძინების აუცილებლობას დაწერა დრამა ლექსად „მკვლელობა ტაძარში“, რომელმაც იქონია დიდი გავლენა ევროპის თანადროულ ფილოსოფიურ-ალეგორიულ დრამატურგიაზე. მის პიესებში ფსიქოლოგიური კონფლიქტები განხილულია კათოლიციზმის დოქტრინის პოზიციებიდან. მათში შეთავსებულია ანტიკური ტრაგედიის პოეტიკა და სალონური დრამატურგიის ელემენტები: „ოჯახური შეკრება“, „საღამოს წვეულება კოქტეილით“, „სანდო პირი“, „პატივცემული მაღალჩინოსანი“. ამ პიესების ძირითადი თემებია: ძველი ცოდვების გამოსყიდვა, მისტიკური ბედისწერა, ობივატელის სულიერი სიცარიელე. მის პიესებში ლექსად დაწერილი დიალოგები ინტონაციურად მიახლოებულია სალაპარაკოსთან, ენა ასკეტურია, მოკლებულია მეტაფორულობას.