პრისტლი ჯონ ბოინტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პრისტლი ჯონ ბოინტონ“ გადაიტანა გვერდზე „ჯონ ბოინტონ პრისტლი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯონ ბოინტონ პრისტლი“ გადაიტანა გვერდზე „პრისტლი ჯონ ბოინტონ“ ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:53, 6 ივნისი 2023 მდგომარეობით

ჯონ ბოინტონ პრისტლი

ჯონ ბოინტონ პრისტლი – (ინგლ. John Boynton Priestley1894-1984), ინგლისელი რომანისტი, ესეისტი, დრამატურგი და თეატრალური რეჟისორი. ხელმძღვანელობდა სხვადასხვა თეატრებს და აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. პირველივე პიესამ „სახიფათო მოსახვევი“ მოუტანა აღიარება. ამას მოჰყვა „ინსპექტორი მოვიდა“, „განძი“, „ადამიანები და ზღვა“, „ისინი მიუახლოვდნენ ქალაქს“, „ლინდენების ოჯახი“, „კორნელიუსი“, „როცა დაქორწინებულნი ვართ“, „ტირიფების ჭალა“, „სამოთხის კუთხე“, ფარსულ-კომედიური პიესა „უცნაური ამბავი, რაც შეემთხვათ მისტერ კეტლს და მისის მუნს“. თეატრალური პირობითობების გაბედული გამოყენებით გამოირჩევა პიესები: „დრო და კონვეის ოჯახი“, „ჯონსონი იორდანის თავზე“, „მუსიკა ღამით“, „როცა დაქორწინებულები ვარ“, „ჯეინ ვილერსი“, „ფესტივალი ფაირბრიჯში“, „სოლტი მიემგზავრება“ (და სხვ.).


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები