რისტორი ადელაიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რისტორი ადელაიდა“ გადაიტანა გვერდზე „ადელაიდა რისტორი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ადელაიდა რისტორი“ გადაიტანა გვერდზე „რისტორი ადელაიდა“ გადამ...) |
16:31, 6 ივნისი 2023-ის ვერსია
ადელაიდა რისტორი – (ital. Adelaide Ristori, 1822-1906), იტალიელი მსახიობი ქალი. პროფესიული სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1836 წელს. მისი რეპერტუარი გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. მან შეასრულა მთავარი როლები კლასიკურ და რომანტიკულ დრამებში, კომედიებში, ისტორიულ მელოდრამებში. იგი იყო გ. მოდენას მოწაფე და თავისი ხელოვნებით ამკვიდრებდა პოლიტიკური ვნებების ხელოვნებას, ნაციონალურ-გამათავისუფლებელ იდეებს. ტრაგედიულ რეპერტუარში იგი ქმნიდა ძლიერი ნებისყოფის, დაუმორჩილებელ ქალთა სახეებს, რომლებიც მზად არიან გაიღონ ნებისმიერი მსხვერპლი მიზნის მისაღწევად. მის თამაშში შერწყმული იყო ცხოვრებისეული სიმართლე და მთრთოლვარე ემოციურობა. იგი თავს თვლიდა „კოლორიტული რეალიზმის“ მიმდევრად. თავისი შემოქმედებითი გამოცდილება ასახა წიგნში „ეტიუდები და მოგონებანი“.