სარდუ ვიქტორიენ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ვიქტორიენ სარდუ '''ვიქტორიენ სარდუ''' − (''...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სარდუ ვიქტორიენ“ გადაიტანა გვერდზე „ვიქტორიენ სარდუ“) |
12:09, 7 ივნისი 2023-ის ვერსია
ვიქტორიენ სარდუ − (ფრანგ. Victorien Sardou, 1831-1908), ფრანგი დრამატურგი. იგი არის მსუბუქი, ვოდევილთან ახლოს მდგომი მხიარული კომედიების ავტორი – „ბუზის თათები“, „მეგობარ-ახლობლები“, სენტიმენტალურ-დამრიგებლური კომედია „მოსიე გარა“, „მეზობლის ვაშლები“ (და სხვ.). მისი მრავალრიცხოვანი ისტორიული პიესებიდან ყველაზე მეტად ცნობილია „სამშობლო“. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია ისტორიული კომედია „მადამ სან-ჟენი“. სცენის კანონების ბრწყინვალედ მცოდნე, იგი ოსტატურად ქმნიდა ინტრიგას, ქმნიდა ეფექტურ, მომგებიან როლებს მსახიობებისათვის, განსაკუთრებით ქალთათვის. საინტერესო მასალის ძიებისას იგი ფართოდ მიმართავდა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას.