სერლიო სებასტიანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სერლიო სებასტიანო“ გადაიტანა გვერდზე „სებასტიანო სერლიო“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სებასტიანო სერლიო“ გადაიტანა გვერდზე „სერლიო სებასტიანო“ გად...)

13:06, 7 ივნისი 2023-ის ვერსია

სებასტიანო სერლიო

სებასტიანო სერლიო − (იტალ. Sebastiano Serlio, 1475–1554), იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი, არქიტექტურის თეორეტიკოსი. 1539 წ. მისი პროექტით ხის მასალისგან აშენდა თეატრი ვიჩენცეში, პორტოს სასახლის ეზოში. ამ შენობის არქიტექტურულ კომპოზიციაში შეერთებული იყო ანტიკური თეატრის ტრადიციები და ახალი გამომსახველი საშუალებები, კერძოდ, პერსპექტივები. მან დაჰყო სცენა წინა (სწორკუთხა არაღრმა პროსცენიუმი) და უკანა (სიღრმეში ამაღლებული ფიცარნაგი ქუჩის ამსახველი პერსპექტიული დეკორაციებით), რაც იქცა სცენა-კოლოფის პირველსახედ.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები