თმოგველი ფარსმან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:ჯავახეთის ერისთავები]] | [[კატეგორია:ჯავახეთის ერისთავები]] | ||
[[კატეგორია:თმოგველები]] | [[კატეგორია:თმოგველები]] | ||
| + | [[კატეგორია:ერისთავთ-ერისთავები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 01:09, 13 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
ფარსმან თმოგველი - ჯავახეთის ერისთავი 1023-1065 წწ-ში. ფარსმან თმოგველი ერისთავთ-ერისთავად იხსენიება ზედა თმოგვის, სათხის და მირაშხანის წარწერებში. „მატიანე ქართლისაჲს“ თანახმად, 1045-1047 წწ-ში იგი თუხარისის ერისთავ ბეშქენ ჯაყელთან ერთად ლიპარიტ ბაღვაშის ბანაკში იმყოფებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ ფარსმან თმოგველს ღალატისათვის ბაგრატ IV-მ ჯავახეთის ერისთავობა ჩამოართვა და ეს მხარე სამეფოდ აქცია, თუმცა, შემდგომი მოვლენები ცხადყოფენ, რომ ჯავახეთში სამეფო დომენის გვერდით საერისთავო ქვეყანა დიდხანს არსებობდა. ჯავახეთის ერისთავად დარჩენილა თვით ფარსმან თმოგველიც, რომელიც ბრძოლის ველზე დაეცა 1065 წ. ალფ-არსლანის მიერ ახალქალაქის აღების დროს.
[რედაქტირება] წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა
- მატიანე ქართლისაჲ 1955: 298;
- გვერდწითელი 1947: 241;
- ცისკარიშვილი 1959: 37;
- გაფრინდაშვილი 1964: 9;
- ოთხმეზური 1981: 44;
- ბახტაძე 2003: 2003: 258.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში