დაფქვიაშვილი თამარ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
| − | + | ==იხილე აგრეთვე== | |
| + | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005113/ დაფქვიაშვილი თამარ] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | + | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:პიანისტები]] | [[კატეგორია:პიანისტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პიანისტები]] | [[კატეგორია:ქართველი პიანისტები]] | ||
10:54, 19 ივნისი 2023-ის ვერსია
დაფქვიაშვილი თამარ ვლადიმერის ასული - (21. XII. 1908, თბილისი, – 5. II. 1992, იქვე), პიანისტი და პედაგოგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966).
1929 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება (ხელმძღვანელი პროფესორი ა. თულაშვილი). 1932-35 ოსტატობას სრულყოფდა ლენინგრადის კონსერვატორიაში ლ. ნიკოლაევისა (ფორტეპიანო) და ე. ბრიკ-ირადოვას (კამერული ანსამბლი) კლასებში. 1929-იდან მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაში (პროფ. 1966), მისი მოწაფეებია: ვ. ჩაჩავა, ნ. კვირკველია, და სხვ.
დაფქვიაშვილი ეწეოდა აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას. პირველმა ჩაატარა საქართველოში სონატური კონცერტების ციკლი (ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის), იგი ავტორია „უცხოურ-ქართული „მუსიკალური ტერმინოლოგიისა“ (1948), „მუსიკალურ ტერმინთა ლექსიკონისა“ (1955), მეთოდიკური და მემუარული ხასიათის ნაშრომებისა.
