ქურციკი
(→წყარო) |
|||
ხაზი 39: | ხაზი 39: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
− | [[ | + | [[იცნობდეთ ქურციკი]] |
[[კატეგორია: წყვილჩლიქოსნები]] | [[კატეგორია: წყვილჩლიქოსნები]] | ||
[[კატეგორია: ძუძუმწოვრები]] | [[კატეგორია: ძუძუმწოვრები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:09, 20 ივნისი 2023 მდგომარეობით
ქურციკი - მომცრო ზომის ცხოველია, რომლის სიმაღლე ნიდაოში 60-80 სანტიმეტრს შორის მერყეობს, სიგრძე 90-115 სმ-ია, წონა 18-33 კილოგრამი. ამ ზომის ცხოველისათვის მას საკმარისად გრძელი (15-20სმ.) კუდი აქვს, რომელიც ჩამოშვებულ მდგომარეობაში ორად ყოფს ქათქათა თეთრ „სარკეს“. როგორც წესი, რქები მხოლოდ მამრებს ამშვენებს და მათი სგრძე 25-43 სანტიმეტრია, თუმცა ისინი ხანდახან მდედრებსაც აქვთ, მაგრამ გაცილებით მოკლე - მათი სიგრძე 5 სანტიმეტრს არ აღემატება.
მდედრები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 9, მამრები კი 18 თვის ასაკში. მაკეობის ხანგრძლივობა 5-6 თვეა. ქურციკი ბადებს 1-2, იშვიათად 3-4 ლიკლიკას, რომლებიც ძუძუს წოვენ 4-5 თვის განმავლობაში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-12 წელია. ისინი ზაფხულობით გაერთიანებული არიან ოჯახურ ჯგუფებად, რომლებშიც თავს იყრის 10-15 ინდივიდამდე; ზამთარში კი ქმნიან დიდ ფარებს, რომლებშიც რამდენიმე ასეული ინდივიდია გაერთიანებული.
რიგი: წყვილჩლიქოსნისნაირნი - Ordo: Artiodactila Owen;
ოჯახი: ღრურქიანისებრი - Familia: Bovidae Gray;
ქვეოჯახი: ანტილოპისებრნი Subfamilia: Antilopinae Baird, 1857 = ქურციკისებრნი - Gazellinae Coues,;
გვარი: ქურციკი ანუ გარეთხა - Genue: Gazella De Blainville;
სქართველოში ბინადრობდა სახე - ჯეირანი ანუ სპარსული ქურციკი - Gazella Subgutturosa Guldenstaedit.
ქურციკის საგვარეულო მრავალრიცხოვანია. ითვლება, რომ მსოფლიოში არსებობს 12 სახის ქურციკი. ესენია:
- გრანტის ქურციკი - Gazella granti Brooke, 1872 (ბინადრობს სუდანის, ეთიოპიისა და სომალის სამხრეთ ნაწილში, უგანდაში, კენიასა და ტანზანიაში);
- სომალის ქურციკი - Gazella soemmerringi Cretzschmar,1826 (ბინადრობს სუდანში, ეთიოპიასა და სომალში);
- ქურციკი-დამა - Gazella dama Pallas, 1766 (ბინადრობს სამხრეთ მაროკოდან სენეგალამდე და მის აღმოსავლეთით, თეთრ ნილოსამდე);
- ჩვეულებრივი ქურციკი - Gazella dama Pallas, 1766 (ბინადრობს ჩრდილოეთ აფრიკაში, არაბეთის ნახზევარკუნძულზე, ირანში, პაკისტანში, დასავლეთ ინდოეთში);
- ქურციკი დორკასი - Gazella dorcas Linnaeus, 1758 (ბინადრობს ჩრდილოეთ აფრიკაში ჩრდილოეთ განედის 130-მდე და არაბეთის ნახევარკუნძულზე);
- წითელშუბლა ქურციკი - Gazella rufifrons Gray, 1846 (ბინადრობს საჰარასა და უდაბნოს სამხრეთ ზოლში, სენეგალიდან ჩრდილოეთ ეთიოპიამდე);
- ტომსონის ქურციკი - Gazella thomsoni Gunther, 1884 (ბინადრობს კენიაში, ტანზანიასა და ცალკე - სამხრეთ სუდანში);
- სუდანის ქურციკი - Gazella tslonura Heuglin, 1868 (ბინადრობს სუდანის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ეთიოპიის ჩრდილოეთში);
- სპიკის ქურციკი - Gazella spekei Blyth, 1863 (ბინადრობს სომალში და ეთიოპიაში);
- პელცელნის ქურციკი - Gazella pelzelini Kohl, 1886 (ბინადრობს სომალში);
- ქვიშნარის ქურციკი - Gazella Leptoceceros F. Cuvier, 1843 (ბინადრობს ცენტრალურ საჰარაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე);
- ჯეირანი ანუ სპარსული ქურციკი - 1780. მისი არეალია: არაბეთის ნახევარკუნძული, ირანი, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი (გადაშენებულია), აზერბაიჯანი - ჩრდილოეთ-დასავლეთის სტეპები (მცირერიცხოვანი პოპულაცია), შირვანის ნაკრძალი (დაახლოებით 6 000 ინდივიდი) და მიმდინარე სტეპები; თურქმენეთი, ყაზახეთის სამხრეთ ნაწილი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, ავღანეთი, პაკისტანი, მონღოლეთის სამხრეთ ნაწილი, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთი.