ვაგნერი ლეოპოლდ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაგნერი ლეოპოლდ“ გადაიტანა გვერდზე „ლეოპოლდ ვაგნერი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლეოპოლდ ვაგნერი“ გადაიტანა გვერდზე „ვაგნერი ლეოპოლდ“ გადამის...) |
19:04, 15 ივლისი 2023-ის ვერსია
ლეოპოლდ ვაგნერი − ((нем. Heinrich Leopold Wagner, 1747-1779), გერმანელი პოეტი და დრამატურგი.
ლუი სებასტიან მერსიეს თაყვანისმცემელი იყო. მან გერმანულად თარგმნა მერსიეს ტრაქტატი „თეატრზე“. ვაგნერის პიესებში ბიურგერთა ცხოვრების კერძო შემთხვევები იყო ასახული. მისი ერთერთი ცნობილი პიესაა „ბავშვის მკვლელი“, რომელშიც ბიურგერი გოგონას ტრაგიკული ისტორიაა გადმოცემული. გოგონას მიატოვებს შეყვარებული ოფიცერი. მიტოვებული გოგონა კლავს ქალიშვილს, რომელიც ოფიცრისგან შეეძინა. ავტორი დეტალურად გამოხატავს პიესაში მომხდარ ამბავს. ვაგნერი არღვევს დროის ერთიანობას, ამბავი 9 თვე გრძელდება, მთავარი პერსონაჟის ორსულად ყოფნის განმავლობაში, რათა მისი გმირი დედა გახდეს. მოქმედება, სადაც ქალის და ჯარისკაცის ურთიერთობა ვითარდება, მიმდინარეობს სასტუმროში. ვაგნერი სასტუმროს ნატურალისტური დეტალებით აღწერს. დრამატურგი, ზედმიწევნითი სიზუსტით ხატავს პიესაში განვითარებული ამბის ეტაპებს: შვილის დაბადებას და მკვლელობას. ვაგნერის რეალიზმი ნატურალიზმში გადადის.
მაკა ვასაძე