ფელფსი სამუელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სამუელ ფელფსი“ გადაიტანა გვერდზე „ფელფსი სამუელ“ გადამისამარ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
სამუელ ფელფსი (Samuel Phelps - 1804 - 1878) ინგლისელი მსახიობი და თეატრის მენეჯერი, მსოფლიო თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც [[უილიამ შექსპირი]]ს [[პერსონაჟი|პერსონაჟების]] უბადლო შემსრულებელი.  
+
[[ფაილი:Samuel felfsi.PNG|thumb|სამუელ ფელფსი]]
 +
'''სამუელ ფელფსი''' (Samuel Phelps - 1804 - 1878) ინგლისელი მსახიობი და თეატრის მენეჯერი, მსოფლიო თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც [[უილიამ შექსპირი]]ს [[პერსონაჟი|პერსონაჟების]] უბადლო შემსრულებელი.  
  
ფელფსის დებიუტი ლონდონის ჰაიმარკეტის თეატრში (Haymarket Theatre), 1837 წელს, შედგა შექსპირის შეილოკით და თეატრ როიალის (Theatre Royal) მენეჯერის [[უილიამ ჩარლზ მაქრედი]]ს (William Charles Macready) ყურადღება მიიპყრო. ფელფსი მაქრედიმ აღნიშნულ თეატრში გადაიყვანა. და მისცა შანსი, როგორც მსახიობს, თავი გამოეჩინა. ფელფსის პირველი წარმატება დუგლას უილიამ ჯეროლდის (Douglas William Jerrold) [[მელოდრამა (ჟანრი)|მელოდრამა]]ში - „ომის ტყვე“ (1842), კაპიტან ჩანელის შესრულებამ მოუტანა. ასევე, წარმატებული იყო მის მიერ განხორციელებული მეორე [[როლი (მსახიობის)|როლი]] - ლორდ ტრეშამი [[რობერტ ბრაუნინგი]]ს (Robert Browning) [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]]ში „დარტყმა სკუტეონში“ (1843).
 
მიმდინარე ცვლილება 00:27, 4 აგვისტო 2023 მდგომარეობით

სამუელ ფელფსი

სამუელ ფელფსი (Samuel Phelps - 1804 - 1878) ინგლისელი მსახიობი და თეატრის მენეჯერი, მსოფლიო თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც უილიამ შექსპირის პერსონაჟების უბადლო შემსრულებელი.

ფელფსის დებიუტი ლონდონის ჰაიმარკეტის თეატრში (Haymarket Theatre), 1837 წელს, შედგა შექსპირის შეილოკით და თეატრ როიალის (Theatre Royal) მენეჯერის უილიამ ჩარლზ მაქრედის (William Charles Macready) ყურადღება მიიპყრო. ფელფსი მაქრედიმ აღნიშნულ თეატრში გადაიყვანა. და მისცა შანსი, როგორც მსახიობს, თავი გამოეჩინა. ფელფსის პირველი წარმატება დუგლას უილიამ ჯეროლდის (Douglas William Jerrold) მელოდრამაში - „ომის ტყვე“ (1842), კაპიტან ჩანელის შესრულებამ მოუტანა. ასევე, წარმატებული იყო მის მიერ განხორციელებული მეორე როლი - ლორდ ტრეშამი რობერტ ბრაუნინგის (Robert Browning) პიესაში „დარტყმა სკუტეონში“ (1843).

სამუელ ფელფსს რაოდენობრივად, ყველაზე მეტჯერ, განხორციელებული აქვს შექსპირის ტრაგიკოსი გმირი - ჰამლეტი, თუმცა, ითვლება, რომ, როგორც მსახიობმა, უდიდესი მიღწევა და პოპულარულობა მოიპოვა მაკბეთის, კარდინალ ვოლსისის, ლეონტესისა და ბოტომის პერსონაჟების გაცოცხლებით. იმ ეპოქაში სამუელ ფელფსი მეფე ლირის საუკეთესო შემსრულებლად ითვლებოდა, რომლის შესახებ, 1845 წელს დაიწერა: „ის სიდიადე, რომელიც ლირის, როგორც მამის სახეში იკვეთება, ესაა მეფის მწუხარება, სასოწარკვეთა და სიგიჟე, ხოლო როგორც მეფე, ჩვენს წინაშე ფელფსი წარდგა, როგორც ტრაგიკული ხელისუფალი“.

ფელფსის კიდევ ერთი შესანიშნავი სახე ფალსტაფი ყოფილა, რომელიც გერმანელმა მკვლევრებმა მის საუკეთესო როლად აღიარეს. 1846 წელს მსახიობმა შექსპირის ტანსრული რაინდის პერსონაჟი ქრონიკაში - „ჰენრი IV“ (ნაწ. I) გააცოცხლა. მიუხედავად იმისა, რომ სამუელ ფელფსი არ გახლდათ ემოციურ/გრძნობადი მსახიობის ტიპი, სენსიტიურობა კი, ტრადიციულად, თან სდევდა ფალსტაფის განსახიერებას, შექსპირის პერსონაჟის ინტერპრეტაციისას იგი თავის ინტელექტსა და არისტოკრატულ თავაზიანობას დაეყრდნო. ფელფსის შექსპირისეული „პერიკლე“, რომელშიც იგი ტიროსის უფლისწულის როლს თამაშობდა, XVII საუკუნიდან მოყოლებული ბრიტანეთის თეატრებში თითქმის აღარ იდგმებოდა. სანახაობით, სცენური ეფექტებით გამორჩეული წარმოდგენა „პერიკლეს“ მომავალი დადგმებისთვის საუკეთესო ნიმუშად იქცა.

1864 წ. შექსპირის 300 წლისთავის საიუბილეოდ, ფელფსმა დრური ლეინის თეატის სცენაზე, - „ციმბელინში“ - მთავარი როლი შეასრულა. სემუელ ფელფსი მსოფლიო თეატრის ისტორიაში შესულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული და ნიჭიერი ტრაგიკოსი არტისტი.

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები