ტრაპეცია (გეომეტრიული ფიგურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტრაპეცია''' – ამოზნექილი ოთხკუთხედი, რომლის ორი გვერდი პარა...)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:გეომეტრია]]
 
[[კატეგორია:გეომეტრია]]
 +
[[კატეგორია:გეომეტრიული ფიგურები]]

13:53, 6 ივნისი 2024-ის ვერსია

ტრაპეცია – ამოზნექილი ოთხკუთხედი, რომლის ორი გვერდი პარალელურია (ფუძეები), ორი არაპარალელური (ფერდები).

ევკლიდეს „საწყისებში“ ტერმინი „ტრაპეცია“ ეწოდებოდა ყველა ოთხკუთხედს, გარდა კვადრატისა, რომბისა და მართკუთხედისა. სიტყვა τραπεζιον ბერძნულად ნიშნავს „მაგიდას“, („პატარა მაგიდას“). თანამედროვე მნიშვნელობით ტერმინი პირველად გამოიყენა ძველი საბერძნეთის მათემატიკოსმა პოსეიდონმა (I ს. ჩვ. წ. აღ-მდე). პროკლე (V ს.) ამ სიტყვას უწოდებს მხოლოდ ტრაპეციას, ხოლო ყველა სხვა ოთხკუთხედს უწოდებს τραπεζοειδηζ. ეს სიტყვა თანამედროვე აზრს იძენს მხოლოდ XVIII ს-დან.

ის თვისება, რომ ტრაპეციის შუა ხაზი მისი ფუძეების ნახევარჯამის ტოლია, ცნობილი იყო ძველი ეგვიპტელებისათვის, მას შეიცავს ახმესის პაპირუსი და გამოსახულია ზემო ეგვიპტეში ედფუს ტაძრის კედელზე. იგი მოხსენიებულია აგრეთვე ალექსანდრიელი ჰერონის შრომებშიც.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები