დირი ადოლფ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ადოლფ დირი''' – (1867-1930), გერმანელი ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი. 13 წ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დირი ადოლფ“ გადაიტანა გვერდზე „ადოლფ დირი“) |
01:15, 22 აგვისტო 2023-ის ვერსია
ადოლფ დირი – (1867-1930), გერმანელი ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი. 13 წელი (1900-1913) გაატარა კავკასიაში, სწავლობდა ქართულ და კავკასიურ ენებს. 1924 წელს დააარსა ჟურნალი „კაუკაზიკა“ СМОМПК-ში გამოაქვეყნა გამოკვლევა „ნადირობის ღათაეშანი და, კავკასიის მთიელების სამონადირეო ენა“, რომელშიც, გამოიყენა, ქართული ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა. 1922 წ. გამოსცა Kaukasische Märchen (კავკასიური ზღაპრები), მასში ქართულ ზღაპრებს ძირითადი ადგილი უჭირავს.
დ. წერეფიანი