დოლიძე სიმონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სიმონ დოლიძე''' – (1884-1911), ცნობილი ფირალი. ბათუმის ნავთსადგურის ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დოლიძე სიმონ“ გადაიტანა გვერდზე „სიმონ დოლიძე“) |
19:21, 22 აგვისტო 2023-ის ვერსია
სიმონ დოლიძე – (1884-1911), ცნობილი ფირალი. ბათუმის ნავთსადგურის მუშა. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. რეაქციის წლებში გავიდა ფირალად. მოკლეს 1911 წლის 25 სექტემბერს გურიაში.
დოლიძეზე შექმნილია სასიმღერო ლექსების ციკლი. გადმოცემებსა და საჩონგურო ლექსში რეალისტურად არის ასახული თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლა და სიყვარული ჩაგრულთა მოსარჩლე გმირის მიმართ. სიმონ დოლიძე სიმღერა. შესულია თვითმოქმედი გუნდების რეპერტუარში, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით – გურიასა და აჭარაში.
ქს. სიხარულიძე
ლიტერატურა
- მიხ. ჩიქოვანი, ფირალის ეპოსი გურიაში, კრებული „მარქსისტული ენათმეცნიერებისათვის“, 1934;
- ა. ხინთიბიძე, გურული ფირალები, 1938;
- ქს. სიხარულიძე, კლასთა ბრძოლის ასახვა ქართულ ხალხურ პოეზიაში, „ნარკვევები“, I, 1958;
- ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, III, 1967.