მზის კულტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მზის კულტი''' – მზის თაყვანისცემა. [[ქართველები]] [[წარმართობა|წარმართობის]] ხანაში სხვადასხვა ასტრალურ ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს, მათ შორის – მზეს. ხალხური წარმოდგენებით, მზე დედაა; მისგან მოელის ყოველი არსი გაღვიძეასა და სულისჩადგმას. მზე სიცოცხლის წყაროა.  
+
'''მზის კულტი''' – მზის თაყვანისცემა. [[ქართველები]] [[წარმართობა|წარმართობის]] ხანაში სხვადასხვა ასტრალურ ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს, მათ შორის – მზეს. ხალხური წარმოდგენებით, მზე დედაა; მისგან მოელის ყოველი არსი გაღვიძებასა და სულისჩადგმას. მზე სიცოცხლის წყაროა.  
  
 
:::::მზეო ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა,
 
:::::მზეო ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა,

მიმდინარე ცვლილება 15:49, 4 ივნისი 2025 მდგომარეობით

მზის კულტი – მზის თაყვანისცემა. ქართველები წარმართობის ხანაში სხვადასხვა ასტრალურ ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს, მათ შორის – მზეს. ხალხური წარმოდგენებით, მზე დედაა; მისგან მოელის ყოველი არსი გაღვიძებასა და სულისჩადგმას. მზე სიცოცხლის წყაროა.

მზეო ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა,
სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა.

პოეტური წარმოსახვით მზე ქვეყნის სანთელია. „იკურთხოს იმის გამჩენი, შენა ხარ ქვეყნის სანთელი“. მზე ეპიკურ ნაწარმოებთა გმირიც არის. მისი პირისნაბანი უკვდავების წამალია. ზოგჯერ მზეს ისე ექცევიან, როგორც მიწიერ არსებას; სცემენ, ბაღს უჩანაგებენ, აჯავრებენ, ეტრფიან. მზის სახე რთულ მეტაფორებშიც იჩენს თავს.

ორბი მოჯდა ორასი, ფრთა გაშალა სამასი,
ნისკარტი ჰკრა ოთხასი, კლდე გაიპო ხუთასი...

პოპულარულია მზისა და მთვარის პაექრობა, შეჯიბრი პირველობისთვის. სტრაბონის მოწმობით ალბანეთის იმ ნაწილში, სადაც ქართველებიც ცხოვრობდნენ, „ღმერთებად აღიარებენ მზეს, ზევსსა და მთვარეს“. ლეონტი მროველს აღნიშნული აქვს: „ქართველნი იქმნეს მსახურნი მზისაო“. მზის კულტი ჩვენში მოქცევამდე დიდი ხნით ადრე შემუშავდა; მისი ისტორია მაშინვე იწყება, როგორც კი ქართველობა ისტორიულ ასპარეზზე გამოჩნდა. მზის კულტს აღიარებდნენ აგრეთვე ძველი ხეთები და სხვა ხალხები. საქართველოში მზეს სხვადასხვა საგალობლები ეძღვნებოდა (მზე და მთვარე, ლილე, დელა, ადილე).

მ. ჩიქოვანი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ივ. ჯავახიშვილი, ქართ. ერის ისტორ., I, 1951;
  • ხალხური სიბრძნე, IV,1964;
  • ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები