ყამარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 7: ხაზი 7:
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
  
 
+
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]]
[[კატეგორია:მითოლოგია]]
+
[[კატეგორია:ქართული თქმულებების პერსონაჟები]]
[[კატეგორია:ქართული მითები]]
+
[[კატეგორია:ამირანიანის პერსონაჟები]]
[[კატეგორია:კავკასიური მითები]]
+
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
+
[[კატეგორია:ქართული ეპოსი]]
+

14:13, 3 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

ყამარიამირანიანის პერსონაჟი, ღრუბელთ ბატონის ასული, მზეთუნახავი, რომელიც ამირანმა მოიტაცა. იგი ზღვის ჭიპის მაღლა ცაზე ჩამოკიდებულ კოშკშია გამოკეტილი. ყამარი, როგორც ჩანს, მშობლების უკმაყოფილოა და მოელის გამომხსნელს.

ამიტომ არის, რომ იგი ეხმარება ამირანს მამის – ღრუბელთბატონის დამარცხებაში, უმხელს თავის მხსნელს მის სუსტ ადგილს: „ამირან, დედაბრის შვილო, კილო არ იცი ომისა? / ზევით რასა სცემ სპილოსა, ქვევით შემოჰკარ წვეროსა!“ რისთვისაც მან მამის რისხვა დაიმსახურა: „დახედე ურცხვსა ქალასა, კურო არჩია მამასა, რისთვის გაგზარდა დედამა, რისთვის გეტყოდა ნანასა?“ მაგრამ ყამარის პასუხიდან ჩანს, რომ იგი ბავშვობაში მოკლებული იყო დედის ზრუნვასა და სიყვარულს: „არც გავუზრდივარ დედასა, არც ეგრე ხშირად ნანასა, შიგნით დასდგამდით აკვანსა, გარეთ იტყოდით ნანასა“. მოტაცების შემდეგ ყამარი აღარ ჩანს, იგი მონაწილეობას არ იღებს ამირანის შემდგომ თავგადასავალში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები