ყამარი
(→წყარო) |
|||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]] | [[კატეგორია:ქართული თქმულებები]] | ||
− | [[კატეგორია:ქართული | + | [[კატეგორია:ქართული ეპოსის პერსონაჟები]] |
[[კატეგორია:ამირანიანის პერსონაჟები]] | [[კატეგორია:ამირანიანის პერსონაჟები]] | ||
+ | [[კატეგორია:ამირანიანი]] |
მიმდინარე ცვლილება 00:44, 11 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
ყამარი – ამირანიანის პერსონაჟი, ღრუბელთ ბატონის ასული, მზეთუნახავი, რომელიც ამირანმა მოიტაცა. იგი ზღვის ჭიპის მაღლა ცაზე ჩამოკიდებულ კოშკშია გამოკეტილი. ყამარი, როგორც ჩანს, მშობლების უკმაყოფილოა და მოელის გამომხსნელს.
ამიტომ არის, რომ იგი ეხმარება ამირანს მამის – ღრუბელთბატონის დამარცხებაში, უმხელს თავის მხსნელს მის სუსტ ადგილს: „ამირან, დედაბრის შვილო, კილო არ იცი ომისა? / ზევით რასა სცემ სპილოსა, ქვევით შემოჰკარ წვეროსა!“ რისთვისაც მან მამის რისხვა დაიმსახურა: „დახედე ურცხვსა ქალასა, კურო არჩია მამასა, რისთვის გაგზარდა დედამა, რისთვის გეტყოდა ნანასა?“ მაგრამ ყამარის პასუხიდან ჩანს, რომ იგი ბავშვობაში მოკლებული იყო დედის ზრუნვასა და სიყვარულს: „არც გავუზრდივარ დედასა, არც ეგრე ხშირად ნანასა, შიგნით დასდგამდით აკვანსა, გარეთ იტყოდით ნანასა“. მოტაცების შემდეგ ყამარი აღარ ჩანს, იგი მონაწილეობას არ იღებს ამირანის შემდგომ თავგადასავალში.