გედევანიშვილი იონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გედევანიშვილი იონა''' (1737-1821) — საეკლესიო მოღვაწე. აღიზარდა [[ან...) |
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „გედევანიშვილი იონა“ გადაიტანა გვერდზე „იონა გედევანიშვილი“) |
17:15, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
გედევანიშვილი იონა (1737-1821) — საეკლესიო მოღვაწე. აღიზარდა ანტონ კათალიკოსის კარზე. იყო მცხეთის ჯვარის მონასტრის არქიმანდრიტი, მერე — რუისის მიტროპოლიტი. დანაშაულისთვის საეკლესიო კრებამ ეპარქია ჩამოართვა. ამას მოჰყვა მისი გაქცევა საქართველოდან შემოიარა მთელი სამართლმადიდებლო აღმოსავლეთი, იყო კონსტანტინოპოლში, მოლდავეთში. ბოლოს რუსეთში დამკვიდრდა. იქვე გარდაიცვალა. თავისი ხანგრძლივი მოგზაურობა (1805-10 წწ) აღწერა სამოგზაურო ჟანრის ნაწარმოებში „მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა“. ნაწარმოებში დაცულია საინტერესო (ცნობები ნანახი ქვეყნების ბუნების, ხალხის ზნე-ჩვეულებათა და ისტორიულ ძეგლთა შესახებ.
ტექსტი
- იონა გედევანიშვილი, მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა, თბ., 1852.