გონაშვილი არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გონაშვილი არჩილ“ გადაიტანა გვერდზე „არჩილ გონაშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არჩილ გონაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გონაშვილი არჩილ“ გადამის...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:56, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

არჩილ გონაშვილი – (1927-2001), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), დაიბადა სოფელ არბოშიკში (დედოფლისწყაროს რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1949), ასპირანტურა (1952).

ა. გონაშვილს გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე წიგნი. ამ ნაშრომებში შესწავლილია ცნობიერების, სოციალური ფილოსოფიის, ფილოსოფიური მეთოდოლოგიისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები. მისი აზრით, მეთოდოლოგია, სხვა დარგების ანალოგიურად, არის ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი დარგი. მეთოდი არის ადამიანის არსის რეალიზაციის გზებისა და საშუალებების ერთიანობა.

ა. გონაშვილი იკვლევდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საგნის პრობლემას, ქიმიის ფილოსოფიურ პრობლემებს, ადამიანის შესახებ ფილოსოფიური მოძღვრების თეორიულსა და პრაქტიკულ მნიშვნელობას.

[რედაქტირება] თხზულებები

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები