კეშელავა ვარლამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კეშელავა ვარლამ“ გადაიტანა გვერდზე „კეშელავა ვაჟა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კეშელავა ვაჟა“ გადაიტანა გვერდზე „კეშელავა ვარლამ“ გადამისამ...) |
16:28, 11 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ვარლამ კეშელავა – დაიბადა 1930 წლის 14 ნოემბერს ქ. გაგრაში. — ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1953); ასპირანტურა (1957).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო და ჟურნალისტურ საქმიანობას.
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მოწვევის დეპუტატი.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან; ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).