ჯუღელი ანთიმოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ჯუღელი ანთიმოზ“ გადაიტანა გვერდზე „ანთიმოზ ჯუღელი“)
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ანთიმოზ ჯუღელი“ გადაიტანა გვერდზე „ჯუღელი ანთიმოზ“ გადამისამა...)

10:56, 17 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

ანთიმოზ ჯუღელი

ჯუღელი ანთიმოზ (ფსევდონიმი „გადაღმელი“) (1846–1925) — პროზაიკოსი, პედაგოგი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სასულიერო სემინარიაში. პედაგოგობდა სოფ. სუჯუნასა და ქ. სოხუმში, ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას. ავტორია 1875-76 წწ. გამოქვეყნებული რამდენიმე საყმაწვილო მოთხრობისა და პატარა თხზულებებისა საქართველოს ბუნებასა და გეოგრაფიაზე. შეადგინა საბავშვო წიგნები: „ბუნების სარკე“ (1875), „სიყვარული“ (1879), დედა-ენის სწავლების სახელმძღვანელო.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები