ბარათაშვილი იესე (პოეტი)
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ბარათაშვილი იესე (პოეტი)“ გადაიტანა გვერდზე „იესე ოსეს ძე“) |
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „იესე ოსეს ძე“ გადაიტანა გვერდზე „ბარათაშვილი იესე (პოეტი)“ გადამ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:32, 24 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ბარათაშვილი იესე – (1728–1786), პოეტი, მემუარისტი. თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის სამეფო კარზე დაწინაურებული პიროვნება. მას მიაკუთვნებენ 73-სტროფიან ლექსს „ეშყი-ხონიას“, რომელიც თავისი ხასიათით სატრფიალო პოეზიის ნიმუშია. ზოგი მკვლევარის მოსაზრებით, ი. ბარათაშვილი უნდა იყოს „ნარგიზოვანის“ ავტორიც. მასვე ეკუთვნის 1760-1762 წლებში შექმნილი საინტერესო თხზულება „დიალოგი“. მასში ავტორისა და ხუცესის საუბრის გზით გადმოშლილია იესეს ბიოგრაფია მრავალი საყურადღებო დეტალითურთ. ავტობიოგრაფიული ხასიათისაა მემუარული თხზულება „ცხოვრება-ანდერძი“, რომელშიც ავტორი თვისთა შვილთათვის სამახსოვროდ დღიურების სახით აღწერს ნანახსა და განცდილს. ნაწარმოები სცილდება ვიწრო პირადულ ჩარჩოს, საყურადღებო ცნობებს შეიცავს საქართველოს ისტორიის, სოციალურ-ეკონომიკური თუ სამეურნეო ვითარებისთვის.
[რედაქტირება] ტექსტი და ლიტერატურა
- ეშყი-ხონია (ლექსნი სამიჯნურონი), ძველი ქართული მწერლობის საკითხები, II, 1964; დიალოგი, იქვე;
- გ. მიქაძე, იესე ბარათაშვილი, იქვე.