მეწამული ძირწითელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 6: ხაზი 6:
 
მცენარე შხამიანია, გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. შეიცავს ალკალოიდებს: ცინოგლოსინს და კონსოლიდინს, რომლებიც იწვევს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის პარალიზებას.
 
მცენარე შხამიანია, გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. შეიცავს ალკალოიდებს: ცინოგლოსინს და კონსოლიდინს, რომლებიც იწვევს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის პარალიზებას.
  
ხალხურ მედიცინაში ფესვები გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად და [[გველი|გველების]] ნაკბენის წინააღმდეგ, ხოლო ფოთლებს ხმარობდნენ გინეკოლოგიაში, ქალური დაავადებებისა და განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ. ფესვებს იყენებდნენ ქსოვილების საღებავად, რომლისგანაც ღებულობდნენ მეწამულ¬წითელ შეფერილობას (Ролловъ, 1908).
+
ხალხურ მედიცინაში ფესვები გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად და [[გველი|გველების]] ნაკბენის წინააღმდეგ, ხოლო ფოთლებს ხმარობდნენ გინეკოლოგიაში, ქალური დაავადებებისა და განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ. ფესვებს იყენებდნენ ქსოვილების საღებავად, რომლისგანაც ღებულობდნენ მეწამულ-წითელ შეფერილობას (Ролловъ, 1908).
  
 
ზ. შენგელიას მიხედვით (1983) ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა ჭრილობის, კარბუნკულების, ოსტეომიელიტის სამკურნალოდ.
 
ზ. შენგელიას მიხედვით (1983) ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა ჭრილობის, კარბუნკულების, ოსტეომიელიტის სამკურნალოდ.

11:04, 27 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

მეწამული ძირწითელა

Echium rubrum Iacq.მეწამული ძირწითელა

ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 30–100 სმ სიმაღლის, მარტივი, სწორი ან მოგრეხილი ღეროთი. მთელი მცენარე თეთრი, გრძელი გაფარჩხული ჯაგრისებრი ბეწვითაა მოფენილი. ფოთლები ვიწრო ლანცეტაა, შებუსვილი. ყვავილები მილისებრ-ძაბრისებრი ფორმისაა, მეწამული ფერის, შეკრებილია ვიწრო, კენწრულ, თავაკისებურ ყვავილედებად. ნაყოფი კაკლუჭაა. ყვ. V-VII; ნაყ. VII-VIII. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე ბალახოვან ფერდობებზე, მდელოებზე.

მცენარე შხამიანია, გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. შეიცავს ალკალოიდებს: ცინოგლოსინს და კონსოლიდინს, რომლებიც იწვევს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის პარალიზებას.

ხალხურ მედიცინაში ფესვები გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად და გველების ნაკბენის წინააღმდეგ, ხოლო ფოთლებს ხმარობდნენ გინეკოლოგიაში, ქალური დაავადებებისა და განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ. ფესვებს იყენებდნენ ქსოვილების საღებავად, რომლისგანაც ღებულობდნენ მეწამულ-წითელ შეფერილობას (Ролловъ, 1908).

ზ. შენგელიას მიხედვით (1983) ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა ჭრილობის, კარბუნკულების, ოსტეომიელიტის სამკურნალოდ.

წყარო

  • ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[1]].
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები