Allium fuscoviolaceum Fom.

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: Allium fuscoviolaceum Fom '''Allium fuscoviolaceum Fom.''' მრავალწლოვ...)
 
 
ხაზი 16: ხაზი 16:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]].[[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/461011/1/TbilisisMidamoebisFlorisSamkurnaloGeofitebi.pdf]]
+
* [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]].
  
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ხახვისებრნი]]
 
[[კატეგორია:ხახვისებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 17:52, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

Allium fuscoviolaceum Fom

Allium fuscoviolaceum Fom.

მრავალწლოვანი მცენარეა, კვერცხისებრი, 0,75-1,5 სმ სისქის ბოლქვითა და 30-70 სმ სიმაღლის ღეროთი. 3-4 ვიწრო, ნახევრად ცილინდრული, თანდათანობით შევიწროებული, გლუვი ფოთლით. ქოლგა სფერულია, მრავალყვავილიანი; ყვავილსაფარი მეწამული.ყვ. VII-VIII; ნყ. VIII-IX.

ჩრდილო-ირანულ-ამიერკავკასიური სახეობაა; კლასიკური ადგილსამყოფელი სარიკამიში. ტიპი თბილისში (Гроссгейм, 1940). საერთო გავრცელება: ირანი.

კავკასია: იმიერკავკასია: დაღესტანი; აღმ. და სამხრ. ამიერკავკასია. (Гроссгейм, 1940; Фл. СССР, 1935).

საქართველოში გავრცელებულია: ქართლი, გარდაბანი (საქ.ფლორა, 1941; საქ. მც.სარკვ., 1969). თბილისის მიდამოებში გვხვდება ლისის ტბის მახლობლად.

იზრდება აბზინდიან-კორდიან მაღალ-მთიანეთის ველებზე, ღორღიან-წვრილმარცვლოვან სუბსტრატებზე; იშვიათად კორდიან და ბუჩქნარ-კორდიან ველებზე, მთის შუა სარტყლამდე.

თბილისის მიდამოებისათვის იშვიათია.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები