ალომორფი
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
+ | ==იხილე აგრეთვე== | ||
+ | [[ალოფონი]] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ლინგვისტური მორფოლოგია]] | [[კატეგორია:ლინგვისტური მორფოლოგია]] |
15:02, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია
ალომორფი – (< ბერინ. allos – სხვა და morphē – ფორმა; ტერმინი შემოღებულია ალოფონის ანალოგიით), მორფემის პოზიციურად განპირობებული კონკრეტული ვარიანტი, მორფემული ალტერნანტი.ტექსტში ალომორფები გვევლინებიან ფონემურად განსხვავებულ. მორფებად, რომელთაც აქვთ ერთნაირი მნიშვნელობა და ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში, ე. ი. არასოდეს გვხვდებიან ერთსა და იმავე პოზიციაში. მაგ. ქართულში მოთხრობითი ბრუნვის ნიშნები – -მა, -მ წარმოადგენენ ალომორფებს: მათ შორის განსხვავება გამოწეეულია ფონეტიკური პირობებით: -მა იხმარება თანხმოვანფუძიან, ხოლო -მ – ხმოვანფუძიან სახელებთან (კაცმა, დედა-მ). ზოგჯერ მორფემა ტექსტში შეიილება არ იყოს მატერიალურად გამოხატული. ასეთ შემთხეევაში ლაპარაკობენ ნულოვან ალომორფზე (მორფზე), რომელიც გამოიყოფა სხვა ალომორფებთან ფუნქციური შეპირისპირებით. მაგ., ქართულში ირიბი ობიექტის ნიშანი (ჰ/ს) ხმოვანთა წინ წარმოდგენილია ნულოვანი ალომორფით (შდრ.: ჰკრას, სწერს… მაგრამ – უკრას, უწერს… ალომორფების ერთ მორფემაში გაერთიანების საკითხი სხეადასხვა ლინგვისტურ მიმდინარეობაში სხვადასხვაგვარად წყდება.
რ. ქურდაძე