იალნოს ქედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Image 2023-11-16 101654934.png|thumb|300px|იალნოს ქედი]]
 
[[ფაილი:Image 2023-11-16 101654934.png|thumb|300px|იალნოს ქედი]]
'''იალნოს ქედი (იალნოს მთა)'''
+
'''იალნოს ქედი'''
 
+
[[გარდაბნის მუნიციპალიტეტი|გარდაბნის რაიონი]]ს ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი უჭირავს მთებს, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ვაკეებსა და ზეგანს. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს კონგლომერანტებით, ქვიშაქვებით, [[თიხა|თიხებითა]] და [[ქვიშა|ქვიშებით]] აგებული იალნოს ქედი (მთა იალნო 1881 მ), დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით - ინტენსიურად დანაოჭებული პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური და დანალექი ([[თიხა|თიხები]] და [[ქვიშაქვა|ქვიშაქვები]]) [[ქანები|ქანებით]] აგებული თრიალეთის ქედის აღმოსავლეთის დაბოლოების განშტოებები - კოჯორ-საყარაულოს, [[მთაწმინდა (თბილისი)|მთაწმინდის]], [[თაბორი|თაბორის]], [[თელეთის ქედი|თელეთის ქედები]] და მათ შორის მოქცეული ხეობები. იალნოს ქედის სამხრეთ კალთის გასწვრივ გადაჭიმულია ზედა ეოცენურ-ქვედა მიოცენური ასაკის თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით აგებული სამგორის ტალღობრივი ვაკე, რომელიც აღმოსავლეთით ერწყმის ივრის ზეგანს, სამხრეთ-აღმოსავლეთით გარდაბნის ვაკეს. საქართველოს ფარგლებში გარდაბნის ვაკე იკავებს 40 კმ სიგრძის ზოლს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 15-17 კმ-მდე არის გაფართოებული. ამ საფეხურებრივ ვაკეს, რომელიც მტკვარსა და ივრის ზეგნის კიდეს შორისაა მოქცეული, თავის უდაბლეს, მტკვრისპირა ნაწილში 270-350 მ აბსოლუტური სიმაღლე აქვს; ზეგნისაკენ იგი 400 მ-მდე მაღლდება. გარდაბნის ვაკის ზედაპირი შედგენილია მტკვრის რამდენიმე ალუვიურ-დელუვიური ნალექებით აგებული აკუმულაციური ტერასით, რომელთა შეფარდებითი სიმაღლე ცვალებადობს ათეული მეტრიდან ასიოდე მეტრამდე.
+
გარდაბნის ვაკის ნიადაგური საბურველი წარმოდგენილია ბაცი წაბლა და ყომრალ-წაბლა ნიადაგებით, რომლებიც ზოგიერთ ადგილას დამლაშებულია ღია გრუნტისა და ზედაპირული წყლებით. ბუნებრივი მცენარეულობა მიეკუთვნება [[აბზინდა]]-უროიანი სტეპის ტიპს.
+
 
+
  
 +
კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე კახეთში, საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. სიგრძე – 18 კილომეტრი, უმაღლესი წერტილია იალნოს მთა (სიმაღლე –1874 მეტრი). აგებულია ნეოგენური ნალექი [[ქანები|ქანებით]]. საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. წარმოადგენს შემდეგი მდინარეების წყალგამყოფს: თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანას (ივრის მარჯვენა შენაკადი), აგრეთვე წყალგამყოფია ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისისხევის. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარით და წიფლნარით. თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]].
+
* [[უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
  
 
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]]

22:40, 20 ნოემბერი 2023-ის ვერსია

იალნოს ქედი

იალნოს ქედი

კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე კახეთში, საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. სიგრძე – 18 კილომეტრი, უმაღლესი წერტილია იალნოს მთა (სიმაღლე –1874 მეტრი). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით. საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. წარმოადგენს შემდეგი მდინარეების წყალგამყოფს: თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანას (ივრის მარჯვენა შენაკადი), აგრეთვე წყალგამყოფია ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისისხევის. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარით და წიფლნარით. თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები