იალნოს ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | * [[უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| + | * [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]] | [[კატეგორია:საქართველოს ქედები]] | ||
00:04, 30 ნოემბერი 2023-ის ვერსია
იალნოს ქედი – კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე კახეთში, საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. სიგრძე – 18 კილომეტრი, უმაღლესი წერტილია იალნოს მთა (სიმაღლე –1874 მეტრი).
აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით. საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. წარმოადგენს შემდეგი მდინარეების წყალგამყოფს: თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანას (ივრის მარჯვენა შენაკადი), აგრეთვე წყალგამყოფია ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისისხევის. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარით და წიფლნარით. თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.