გარეჯის ტეტრალინგვა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Garejis tetralingva.PNG|200პქ||მარჯვნივ| | + | [[ფაილი:Garejis tetralingva.PNG|200პქ||მარჯვნივ|გარეჯის ტეტრალინგვა.]] |
'''გარეჯის ტეტრალინგვა''' – ოთხენოვანი (ქართულ-სომხურ-სპარსულ-უიღურული) ოქროსფერი საღებავით შესრულებული წარწერა (1352), [[გარეჯი]]ს ერთ-ერთი სამონასტრო კომპლექსის – „უდაბნოს“, ანუ „წამებულის“ სატრაპეზოს ჩრდილოეთ [[კედელი|კედელზე]]. წარწერის ქართული ნაწილი, რომელიც შესრულებულია მხედრულით, მიწერილია ირიბად, 6 სტრიქონად. ასევე ექვსსტრიქონიანია ირიბადვე მიწერილი სომხური ნაწილი. რომელიც შესრულებულია ნუსხურით. სპარსული და უიღურული ნაწილები შესრულებულია 5-5 სტრიქონად, რომელთაგან სპარსული, პირველ ორთან შედარებით, ნაკლებ ირიბად, ხოლო უიღურულის სტრიქონები სწორ ჰორიზონტალურ ხაზებადაა შესრულებული. საღებავის გაფერმკრთალების გამო, წარწერა ბუნდოვანია, თუმცა შემორჩენილია ფოტო, გადაღებული 1930 აკად. [[ამირანაშვილი შალვა|შ. ამირანაშვილი]]ს, მიერ (გამოაქვეყნა ლ. მელიქსეთ-ბეგმა). რომელზედაც ტექსტი კარგად ჩანს. წარწერის ქართული ნაწილი ასე იკითხება: | '''გარეჯის ტეტრალინგვა''' – ოთხენოვანი (ქართულ-სომხურ-სპარსულ-უიღურული) ოქროსფერი საღებავით შესრულებული წარწერა (1352), [[გარეჯი]]ს ერთ-ერთი სამონასტრო კომპლექსის – „უდაბნოს“, ანუ „წამებულის“ სატრაპეზოს ჩრდილოეთ [[კედელი|კედელზე]]. წარწერის ქართული ნაწილი, რომელიც შესრულებულია მხედრულით, მიწერილია ირიბად, 6 სტრიქონად. ასევე ექვსსტრიქონიანია ირიბადვე მიწერილი სომხური ნაწილი. რომელიც შესრულებულია ნუსხურით. სპარსული და უიღურული ნაწილები შესრულებულია 5-5 სტრიქონად, რომელთაგან სპარსული, პირველ ორთან შედარებით, ნაკლებ ირიბად, ხოლო უიღურულის სტრიქონები სწორ ჰორიზონტალურ ხაზებადაა შესრულებული. საღებავის გაფერმკრთალების გამო, წარწერა ბუნდოვანია, თუმცა შემორჩენილია ფოტო, გადაღებული 1930 აკად. [[ამირანაშვილი შალვა|შ. ამირანაშვილი]]ს, მიერ (გამოაქვეყნა ლ. მელიქსეთ-ბეგმა). რომელზედაც ტექსტი კარგად ჩანს. წარწერის ქართული ნაწილი ასე იკითხება: | ||
„ქ. მე, მიწაჲ. [უღირსი] სარგის, ძე არსლანისა, ამოვედით წმიდჲ დავითისა საფლავსა. მე და ჩემმან მეუღლემან და ჩემმან შვილმან ამირ-საიდ, ლოცვად ჩვენდა და ჩვენთა გარდასულთა ცოდვათა შენდობისათვინ. და ვინცა წაიკითხოს ეს და შენდობა თქვას, მას და მისთა გარდასულთა შეუნდვნეს ღმერთმან და წმიდა დავით. დაიწერა თვესა მაისს. ქრონიკონსა მ”. | „ქ. მე, მიწაჲ. [უღირსი] სარგის, ძე არსლანისა, ამოვედით წმიდჲ დავითისა საფლავსა. მე და ჩემმან მეუღლემან და ჩემმან შვილმან ამირ-საიდ, ლოცვად ჩვენდა და ჩვენთა გარდასულთა ცოდვათა შენდობისათვინ. და ვინცა წაიკითხოს ეს და შენდობა თქვას, მას და მისთა გარდასულთა შეუნდვნეს ღმერთმან და წმიდა დავით. დაიწერა თვესა მაისს. ქრონიკონსა მ”. | ||
| − | წარწერა დათარიღებულია ახ. წ. 1352-ით. იგივე თარიღი აქვს დასმული სომხურ და სპარსულ ტექსტებსაც ( | + | წარწერა დათარიღებულია ახ. წ. 1352-ით. იგივე თარიღი აქვს დასმული სომხურ და სპარსულ ტექსტებსაც (უიღურულში თარიღიანი ადგილი არ იკითხება). ოთხივე ტექსტის ძირითადი ნაწილი შინაარსით თითქმის ერთნაირია, ამასთან, სომხური ტექსტი, ქართულთან შედარებით, მეტისმეტად ვულგარული ენითაა დაწერილი – ვხვდებით ფსევდოარქაიზმებს და შეცდომებსაც კი (ლ. მელიქსეთ-ბეგი). ეს, ალბათ, იმიტომ, რომ გამოთქმული მოსაზრების (ლ. მელიქსეთ-ბეგი) საწინააღმდეგოდ, წარწერის შემსრულებელი სომეხი არ უნდა იყოს. წარწერა რამდენიმე ათეული წლის წინ საგულდაგულოდ გადაუფხეკიათ. |
''ვ. სილოგავა'' | ''ვ. სილოგავა'' | ||
მიმდინარე ცვლილება 16:13, 21 იანვარი 2024 მდგომარეობით
გარეჯის ტეტრალინგვა – ოთხენოვანი (ქართულ-სომხურ-სპარსულ-უიღურული) ოქროსფერი საღებავით შესრულებული წარწერა (1352), გარეჯის ერთ-ერთი სამონასტრო კომპლექსის – „უდაბნოს“, ანუ „წამებულის“ სატრაპეზოს ჩრდილოეთ კედელზე. წარწერის ქართული ნაწილი, რომელიც შესრულებულია მხედრულით, მიწერილია ირიბად, 6 სტრიქონად. ასევე ექვსსტრიქონიანია ირიბადვე მიწერილი სომხური ნაწილი. რომელიც შესრულებულია ნუსხურით. სპარსული და უიღურული ნაწილები შესრულებულია 5-5 სტრიქონად, რომელთაგან სპარსული, პირველ ორთან შედარებით, ნაკლებ ირიბად, ხოლო უიღურულის სტრიქონები სწორ ჰორიზონტალურ ხაზებადაა შესრულებული. საღებავის გაფერმკრთალების გამო, წარწერა ბუნდოვანია, თუმცა შემორჩენილია ფოტო, გადაღებული 1930 აკად. შ. ამირანაშვილის, მიერ (გამოაქვეყნა ლ. მელიქსეთ-ბეგმა). რომელზედაც ტექსტი კარგად ჩანს. წარწერის ქართული ნაწილი ასე იკითხება:
„ქ. მე, მიწაჲ. [უღირსი] სარგის, ძე არსლანისა, ამოვედით წმიდჲ დავითისა საფლავსა. მე და ჩემმან მეუღლემან და ჩემმან შვილმან ამირ-საიდ, ლოცვად ჩვენდა და ჩვენთა გარდასულთა ცოდვათა შენდობისათვინ. და ვინცა წაიკითხოს ეს და შენდობა თქვას, მას და მისთა გარდასულთა შეუნდვნეს ღმერთმან და წმიდა დავით. დაიწერა თვესა მაისს. ქრონიკონსა მ”.
წარწერა დათარიღებულია ახ. წ. 1352-ით. იგივე თარიღი აქვს დასმული სომხურ და სპარსულ ტექსტებსაც (უიღურულში თარიღიანი ადგილი არ იკითხება). ოთხივე ტექსტის ძირითადი ნაწილი შინაარსით თითქმის ერთნაირია, ამასთან, სომხური ტექსტი, ქართულთან შედარებით, მეტისმეტად ვულგარული ენითაა დაწერილი – ვხვდებით ფსევდოარქაიზმებს და შეცდომებსაც კი (ლ. მელიქსეთ-ბეგი). ეს, ალბათ, იმიტომ, რომ გამოთქმული მოსაზრების (ლ. მელიქსეთ-ბეგი) საწინააღმდეგოდ, წარწერის შემსრულებელი სომეხი არ უნდა იყოს. წარწერა რამდენიმე ათეული წლის წინ საგულდაგულოდ გადაუფხეკიათ.
ვ. სილოგავა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მელიქსეთ-ბეგი ლ.გარეჯის „მრავალმთის“ სომხური ეპიგრაფიკა და პოლიგლოტური წარწერა: ქართულ-სომხურ-სპარსულ-უიღურული. – «ენიმკის მოამბე». 1940, ტ. 5-6;
- გარეჯის ეპიგრაფიკული ძეგლები, ტ. I, ნაკვ. I, გამოსაცემად მოამზადეს დ.
- კლდიაშვილმა და ს. სხირტლაძემ, თბ., 1999;