გრემის ტრილინგვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
„მე, ფრიად ცოდვილმან მათარსი, აღვაშენე კარის ეკლესია ესე ყოვლად წმიდისა, ბრძანებითა და შეწევნითა ძისა მისისა: და ჟამსა შინა მეფობასა მისისა – პატრონის ალექსანდრესითა, წელსა მეოცდასამესა, ქრონიკონსა სპა. და შევწირეთ კნინი შესაწირავი ესე: სამი კუამლი კაცი, ერთი [[წისქვილი]], ერთი ვენაჴი და ორი ქულბაქი – საჴსრად სულისა ჩემისა. რამაცა ადამის მონათესავემან ამა ეკლესიაზედა მჯდომს კაცზედა ნასაღ ჴელი დადვას, ან ეს არ გაუთაოს, ღმერთმან მას ნურა გაუთაოს რა, ამინ კირიალეისონ“.
 
„მე, ფრიად ცოდვილმან მათარსი, აღვაშენე კარის ეკლესია ესე ყოვლად წმიდისა, ბრძანებითა და შეწევნითა ძისა მისისა: და ჟამსა შინა მეფობასა მისისა – პატრონის ალექსანდრესითა, წელსა მეოცდასამესა, ქრონიკონსა სპა. და შევწირეთ კნინი შესაწირავი ესე: სამი კუამლი კაცი, ერთი [[წისქვილი]], ერთი ვენაჴი და ორი ქულბაქი – საჴსრად სულისა ჩემისა. რამაცა ადამის მონათესავემან ამა ეკლესიაზედა მჯდომს კაცზედა ნასაღ ჴელი დადვას, ან ეს არ გაუთაოს, ღმერთმან მას ნურა გაუთაოს რა, ამინ კირიალეისონ“.
  
ქრონიკონით თარიღი შეესაბამება 1593-ს, ხოლო წარწერაში მოხსენიებული [[კახეთი]]ს მეფის ალექსანდრე II-ის (1574–1605) მეფობის 23-ე წელი – 1597-ს. წარწერის სომხურ და სპარსულ ნაწილში დასმულია ერთი და იგივე თარიღი – 1595. ეკლესიის ამშენებლისა და მისთვის შეწირულების გამცემის სახელი ქართულ და სპარსულ ტექსტში მათარსია, ხოლო სომხურ ნაწილში – მკრტიჩი, ძე ზაქარიასი, შვილიშვილი ქრისტონესი. სპარსულ ნაწილში აღნიშნულია მათარსის მეუღლის სახელიც – სანდუხტ სოლთან (ეს უკანასკნელი სიტყვა ახლავს ხოლმე ქალის ზოგიერთ სპარსულ სახელს – [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]], ვ. ფუთურიძე). იგი ეკლესიის აშენების და წარწერის შესრულების დროს გარდაცვლილი ყოფილა. სახელი მათარსი არის დამახინჯებული ფორმა იერუსალიმში ნამყოფი პირის (მომლოცეელის, პილიგრიმის) აღმნიშვნელი ზედწოდებისა „მათესი“ (ლ. მელიქსეთ-ბეგი). ასევე, მის სახელს უკავშირებენ ნაქალაქარ გრემის ერთ-ერთი უბნის სახელს – „თარსა გალავანი“, სადაც მათარსის აშენებული ეკლესია დგას „[მა]თარსის გალავანი“.
+
ქრონიკონით თარიღი შეესაბამება 1593-ს, ხოლო წარწერაში მოხსენიებული [[კახეთი]]ს მეფის ალექსანდრე II-ის (1574–1605) მეფობის 23-ე წელი – 1597-ს. წარწერის სომხურ და სპარსულ ნაწილში დასმულია ერთი და იგივე თარიღი – 1595. ეკლესიის ამშენებლისა და მისთვის შეწირულების გამცემის სახელი ქართულ და სპარსულ ტექსტში მათარსია, ხოლო სომხურ ნაწილში – მკრტიჩი, ძე ზაქარიასი, შვილიშვილი ქრისტონესი. სპარსულ ნაწილში აღნიშნულია მათარსის მეუღლის სახელიც – სანდუხტ სოლთან (ეს უკანასკნელი სიტყვა ახლავს ხოლმე ქალის ზოგიერთ სპარსულ სახელს – [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]], ვ. ფუთურიძე). იგი ეკლესიის აშენების და წარწერის შესრულების დროს გარდაცვლილი ყოფილა. სახელი მათარსი არის დამახინჯებული ფორმა იერუსალიმში ნამყოფი პირის (მომლოცველის, პილიგრიმის) აღმნიშვნელი ზედწოდებისა „მათესი“ (ლ. მელიქსეთ-ბეგი). ასევე, მის სახელს უკავშირებენ ნაქალაქარ გრემის ერთ-ერთი უბნის სახელს – „თარსა გალავანი“, სადაც მათარსის აშენებული ეკლესია დგას „[მა]თარსის გალავანი“.
  
 
გრემის ტრილინგვაში მოხსენიებული მათარსი ყოფილა კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის კარის [[მდივანი]]ც. 1577 მას დაუწერია ალექსანდრე მეფის მიერ ჯორჯაძეებისათვის ბოძებული წყალობის წიგნი. მასვე მიიჩნევენ [[უფლისციხე|უფლისციხის]] 1585 ერთი სომხურ წარწერის ავტორად, რომელშიც იგი იხსენიება მკრტიჩ მათერის სახელით (ლ. მელიქსეთ-ბეგი).  
 
გრემის ტრილინგვაში მოხსენიებული მათარსი ყოფილა კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის კარის [[მდივანი]]ც. 1577 მას დაუწერია ალექსანდრე მეფის მიერ ჯორჯაძეებისათვის ბოძებული წყალობის წიგნი. მასვე მიიჩნევენ [[უფლისციხე|უფლისციხის]] 1585 ერთი სომხურ წარწერის ავტორად, რომელშიც იგი იხსენიება მკრტიჩ მათერის სახელით (ლ. მელიქსეთ-ბეგი).  

მიმდინარე ცვლილება 22:48, 21 იანვარი 2024 მდგომარეობით

გრემის ტრილინგვა – სამენოვანი (სომხურ-ქართულ-სპარსული) წარწერა გრემის ერთ-ერთი უბნის – „თარსა გალავნის“ ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანის ქვაზე. სამივე წარწერა რელიეფურია. სომხური ტექსტი შესრულებულია ასომთავრულით, „ერკათაგირით“ (I0 სტრიქონი), ქართული – მხედრულით (13 სტრიქონი). სპარსული – ნასთალიკით (9 სტრიქონი). ტექსტების ძირითად ნაწილში ერთი და იგივე მეორდება, მაგრამ არის განსხვავებებიც. ტრილინგვის ქართული ნაწილის ტექსტი ასეთია:

„მე, ფრიად ცოდვილმან მათარსი, აღვაშენე კარის ეკლესია ესე ყოვლად წმიდისა, ბრძანებითა და შეწევნითა ძისა მისისა: და ჟამსა შინა მეფობასა მისისა – პატრონის ალექსანდრესითა, წელსა მეოცდასამესა, ქრონიკონსა სპა. და შევწირეთ კნინი შესაწირავი ესე: სამი კუამლი კაცი, ერთი წისქვილი, ერთი ვენაჴი და ორი ქულბაქი – საჴსრად სულისა ჩემისა. რამაცა ადამის მონათესავემან ამა ეკლესიაზედა მჯდომს კაცზედა ნასაღ ჴელი დადვას, ან ეს არ გაუთაოს, ღმერთმან მას ნურა გაუთაოს რა, ამინ კირიალეისონ“.

ქრონიკონით თარიღი შეესაბამება 1593-ს, ხოლო წარწერაში მოხსენიებული კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574–1605) მეფობის 23-ე წელი – 1597-ს. წარწერის სომხურ და სპარსულ ნაწილში დასმულია ერთი და იგივე თარიღი – 1595. ეკლესიის ამშენებლისა და მისთვის შეწირულების გამცემის სახელი ქართულ და სპარსულ ტექსტში მათარსია, ხოლო სომხურ ნაწილში – მკრტიჩი, ძე ზაქარიასი, შვილიშვილი ქრისტონესი. სპარსულ ნაწილში აღნიშნულია მათარსის მეუღლის სახელიც – სანდუხტ სოლთან (ეს უკანასკნელი სიტყვა ახლავს ხოლმე ქალის ზოგიერთ სპარსულ სახელს – ა. შანიძე, ვ. ფუთურიძე). იგი ეკლესიის აშენების და წარწერის შესრულების დროს გარდაცვლილი ყოფილა. სახელი მათარსი არის დამახინჯებული ფორმა იერუსალიმში ნამყოფი პირის (მომლოცველის, პილიგრიმის) აღმნიშვნელი ზედწოდებისა „მათესი“ (ლ. მელიქსეთ-ბეგი). ასევე, მის სახელს უკავშირებენ ნაქალაქარ გრემის ერთ-ერთი უბნის სახელს – „თარსა გალავანი“, სადაც მათარსის აშენებული ეკლესია დგას „[მა]თარსის გალავანი“.

გრემის ტრილინგვაში მოხსენიებული მათარსი ყოფილა კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის კარის მდივანიც. 1577 მას დაუწერია ალექსანდრე მეფის მიერ ჯორჯაძეებისათვის ბოძებული წყალობის წიგნი. მასვე მიიჩნევენ უფლისციხის 1585 ერთი სომხურ წარწერის ავტორად, რომელშიც იგი იხსენიება მკრტიჩ მათერის სახელით (ლ. მელიქსეთ-ბეგი).

გრემის ტრილინგვის სპარსული ნაწილის „პირველი ორი სტრიქონი წარმოადგენს ჰაზაჯე მაყსურის ზომით დაწერილს ლექსს, რობაიას“ (ა. შანიძე, ე. ფუთურიძე).

მ. სილოგავა


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შანიძე ა. ფუთურიძე ე. სამენოვანი წარწერა გრემში. – «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5-6;
  • ზაქარაია პ. ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა, თბ., 1975.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები