ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია''' – ენათა დაჯგუფება სტრუქტ...)

ხაზი 2: ხაზი 2:

ენები ქმნიან ენათა ტიპს. ერთი ენა სხვადასხვა ნიშნით შეიძლება სხვადასხვა ტიპში გაერთიანდეს.

ენები ქმნიან ენათა ტიპს. ერთი ენა სხვადასხვა ნიშნით შეიძლება სხვადასხვა ტიპში გაერთიანდეს.

ენებს შორის ტიპოლოგიური მსგავსების საფუძველი იმდენად ღრმად დევსადამიანური ენის ბუნებაში, რომ მისი ახსნა თვით ადამიანის ბიოფიზიოლოგიური და ფსიქიკური შესაძლებლობების გარკვევას უკავშირდება (არის გენეტიკურ დონეზე ახსნის ცდებიც: [[იუნგი კარლ გუსტავ|კ. იუნგი]], [[ხომსკი ავრამ ნოამ|ნ. ხომსკი]]). ამიტომაც

ენებს შორის ტიპოლოგიური მსგავსების საფუძველი იმდენად ღრმად დევს ადამიანური ენის ბუნებაში, რომ მისი ახსნა თვით ადამიანის ბიოფიზიოლოგიური და ფსიქიკური შესაძლებლობების გარკვევას უკავშირდება (არის გენეტიკურ დონეზე ახსნის ცდებიც: [[იუნგი კარლ გუსტავ|კ. იუნგი]], [[ხომსკი ავრამ ნოამ|ნ. ხომსკი]]). ამიტომაც ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია, გენეალოგიური კლასიფიკაციისა და ენათა კავშირებისაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს ენათა დივერგენციისა და კონვერგენციის პროცესებით განპირობებულ სიახლოვეს, მაგ., ინგლისური ენა, რომელიც წარმოშობით განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა გერმანიკულ ჯგუფს და, შესაბამისად, ავლენს ამ ენებთან მსგავსებას, ანალიზური წყობის მიხედეით სტრუქტურულ სიახლოვეს ავლენს რომანული ჯგუფის ენებთან.
ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია, გენეალოგიური კლასიფიკაციისა და ენათა კავშირებისაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს ენათა დივერგენციისა და კონვერგენციის პროცესებით განპირობებულ სიახლოვეს, მაგ., ინგლისური

ენა, რომელიც წარმოშობით განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა გერმანიკულ ჯგუფს და, შესაბამისად, ავლენს ამ ენებთან მსგავსებას, ანალიზური წყობის მიხედეით სტრუქტურულ სიახლოვეს ავლენს რომანული ჯგუფის ენებთან.

პრაქტიკულად მოსალოდნელია სხვადასხვა ნიშანზე დაფუძნებული მრავალი სახის ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია არსებულ კლასიფიკაციათა შორის ყველაზე გავრცელებულია მო-რფოლოგიური კლასიფიკაცია. არსებობს ამ კლასიფიკაციის რამდენიმე ცდა, რომელთა შორის უძველესია ენების დაჯგუფება სიტყვათა მორფოლოგიური სტრუქტურის მიხედვით. ტრადიციულად ამ ნიშნით ენათა ოთხ ტიპს გამოყოფენ. ესენია: მაიზოლირებელი, აგლუტინაციუ-რი, ფლექსიური და პოლისინთეზური ენები. მაიზოლირებელი ენები უპირისპირდება ყველა დანარჩენს იმით, რომ მათში სიტყვა მიმართების [[აფიქსი|აფიქსებს]] არ დაირთაეს, ფორმას არ იცვლის. მიმართებები გამოხატულია სიტყვათა ადგილმდებარეობის, ინტონაციის, დამხმარე (ე. წ. ცარიელი) სიტყვების საშუალებით. მაიზოლირებელი ენების ტიპური ნიმუშია ჩინური ენა. აგალუტინაციური და ფლექსიური ენები აფიქსიანი

პრაქტიკულად მოსალოდნელია სხვადასხვა ნიშანზე დაფუძნებული მრავალი სახის ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია არსებულ კლასიფიკაციათა შორის ყველაზე გავრცელებულია მორფოლოგიური კლასიფიკაცია. არსებობს ამ კლასიფიკაციის რამდენიმე ცდა, რომელთა შორის უძველესია ენების დაჯგუფება სიტყვათა მორფოლოგიური სტრუქტურის მიხედვით. ტრადიციულად ამ ნიშნით ენათა ოთხ ტიპს გამოყოფენ. ესენია: მაიზოლირებელი, აგლუტინაციური, ფლექსიური და პოლისინთეზური ენები. მაიზოლირებელი ენები უპირისპირდება ყველა დანარჩენს იმით, რომ მათში სიტყვა მიმართების [[აფიქსი|აფიქსებს]] არ დაირთავს, ფორმას არ იცვლის. მიმართებები გამოხატულია სიტყვათა ადგილმდებარეობის, ინტონაციის, დამხმარე (ე. წ. ცარიელი) სიტყვების საშუალებით. მაიზოლირებელი ენების ტიპური ნიმუშია ჩინური ენა. აგალუტინაციური და ფლექსიური ენები აფიქსიანი

ენებია. განსხვავებას ის ქმნის, თუ როგორ, რა წესით უკავშირდება აფიქსი ფუძეს. აგლუტინაციურ ენაში თითოეული აფიქსი, ჩვეულებრივ გამოხატავს ერთ გრამატიკულ მნიშენელობას და ორგანულად არ ერწყმის არც ძირსა და არც სხვა

აფიქსებს. ამიტომაც სიტყვის სტრუქტურა გამჭვირვალეა და სიტყვა ადვილად იშლება შემადგენელ ნაწილებად (მაგ. ქართ. მა-ტარებ-ლ-ებ-ის-კენ-ა-ც). აგლუტინაციური ენებია იბერიულ-კავკასიური, ფინურ-უნგრული, ზოგიერთი აფრიკული და ამერიკის ინდიელთა ენები და სხვ. ფლექსიურ ენაში კი შესაძლებელია ფუძის შერწყმა, რის გამოც ფუძის დაშლა ძნელი ხდება, მაგ., როდესაც ერთი აფიქსით ორი მნიშენელობაა გამოხატული (ქართ. კაც-თა ფორმაში - თა ერთდროულად რიცხვსაც აღნიშნავს და ბრუნვასაც) ან გრამატიკული მნიშვნელობის გამოსახატავად ფუძის ფლექსიაა გამოყენებული (ეგრეს – ვგრიხე). ფლექსიურია ინდოევროპული და სემიტური ენები. ინცკორპორაციული (შთასხეულებითი) ანუ პოლისინთეზური ენებისათვის დამახასიათებელია ის, რომ ზღვარი წინადადებასა და სიტყვას შორის წაშლილია. ის, რაც სხვა ენებში მთელი წინადადებით გადმოიცემა, ინკორპორაციულ ენაში გამოხატულია სიტყვით, რომელიც თავისი შინაარსით სხვა ენათა წინადადებას

ხაზი 16: ხაზი 14:

2. დერივაციული ცნებები, გამოხატული აფიქსაციის ან ძირის შინაგანი ცვლილებით;

2. დერივაციული ცნებები, გამოხატული აფიქსაციის ან ძირის შინაგანი ცვლილებით;

3. კონკრეტულ-რელაციური ანუ შერეულ-რელაციური ცნებები, გამოხატული აფიქსაციით ან ძირის ცვლილებით. მათი ძალა ერთი სიტყვის ფარგლებს სცილდება და სინტაქსურ ურთიურთობას ამყარებენ სიტყვათა შორის;

3. კონკრეტულ-რელაციური ანუ შერეულ-რელაციური ცნებები, გამოხატული აფიქსაციით ან ძირის ცვლილებით. მათი ძალა ერთი სიტყვის ფარგლებს სცილდება და სინტაქსურ ურთიურთობას ამყარებენ სიტყვათა შორის;

4. წმინდა რელაციური ცნებები, გამოხატული აფიქსაციით, ძირის ცვლილებებით, დამოუკიდებელი სიტყვებისა და ადგილმდებარეობის საშუალებით. სინტაქსური ტიპოლოგიური კლასიფიკაციის ნიმუშია ი. მეშჩანინოვის კლასიფიკაცია წიადადების

4. წმინდა რელაციური ცნებები, გამოხატული აფიქსაციით, ძირის ცვლილებებით, დამოუკიდებელი სიტყვებისა და ადგილმდებარეობის საშუალებით.

კონსტრუქციების მიხედვით. ამ კლასიფიკაციის თანახმად, გამოიყოფა წინადადების 7 ტიპი: ინკორპორაციული, უობიექტო, პოსესიური, ერგატიული, აფექტური, ლოკატიური და ნომინატიური. ერთ ენაში ერთდროულად შეიძლება შეგვხვდეს ერთზე მეტი კონსტრუქცია. ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას მიეკუთვნება აგრეთვე ენათა კაეშირებისა და ენობრივი წრეების გამოყოფის ცდა და სხვ.

სინტაქსური ტიპოლოგიური კლასიფიკაციის ნიმუშია ი. მეშჩანინოვის კლასიფიკაცია წიადადების კონსტრუქციების მიხედვით. ამ კლასიფიკაციის თანახმად, გამოიყოფა წინადადების 7 ტიპი: ინკორპორაციული, უობიექტო, პოსესიური, ერგატიული, აფექტური, ლოკატიური და ნომინატიური. ერთ ენაში ერთდროულად შეიძლება შეგვხვდეს ერთზე მეტი კონსტრუქცია. ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას მიეკუთვნება აგრეთვე ენათა კაეშირებისა და ენობრივი წრეების გამოყოფის ცდა და სხვ.

''ლ. ენუქიძე''

''ლ. ენუქიძე''

22:52, 21 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია – ენათა დაჯგუფება სტრუქტურული (ფონოლოგიური, მორფოლოგიური, სინტაქსური, სემანტიკური…) მსგავსების მიხედვით. შესაძლებელია მსგაესება ემყარებოდეს რომელიმე ერთ ნიშანს, ან ერთდროულად ერთმანეთთან დაკავშირებულ და ერთმანეთით განპირობებულ რამდენიმე ნიშანს, სწორედ ენებს შორის არსებული ეს საერთო ქმნის ტიპოლოგიური კლასიფიკაციის საფუძველს. ერთი და იმავე სტრუქტურული ნიშნით გაერთიანებული ენები ქმნიან ენათა ტიპს. ერთი ენა სხვადასხვა ნიშნით შეიძლება სხვადასხვა ტიპში გაერთიანდეს.

ენებს შორის ტიპოლოგიური მსგავსების საფუძველი იმდენად ღრმად დევს ადამიანური ენის ბუნებაში, რომ მისი ახსნა თვით ადამიანის ბიოფიზიოლოგიური და ფსიქიკური შესაძლებლობების გარკვევას უკავშირდება (არის გენეტიკურ დონეზე ახსნის ცდებიც: კ. იუნგი, ნ. ხომსკი). ამიტომაც ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია, გენეალოგიური კლასიფიკაციისა და ენათა კავშირებისაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს ენათა დივერგენციისა და კონვერგენციის პროცესებით განპირობებულ სიახლოვეს, მაგ., ინგლისური ენა, რომელიც წარმოშობით განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა გერმანიკულ ჯგუფს და, შესაბამისად, ავლენს ამ ენებთან მსგავსებას, ანალიზური წყობის მიხედეით სტრუქტურულ სიახლოვეს ავლენს რომანული ჯგუფის ენებთან.

პრაქტიკულად მოსალოდნელია სხვადასხვა ნიშანზე დაფუძნებული მრავალი სახის ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია არსებულ კლასიფიკაციათა შორის ყველაზე გავრცელებულია მორფოლოგიური კლასიფიკაცია. არსებობს ამ კლასიფიკაციის რამდენიმე ცდა, რომელთა შორის უძველესია ენების დაჯგუფება სიტყვათა მორფოლოგიური სტრუქტურის მიხედვით. ტრადიციულად ამ ნიშნით ენათა ოთხ ტიპს გამოყოფენ. ესენია: მაიზოლირებელი, აგლუტინაციური, ფლექსიური და პოლისინთეზური ენები. მაიზოლირებელი ენები უპირისპირდება ყველა დანარჩენს იმით, რომ მათში სიტყვა მიმართების აფიქსებს არ დაირთავს, ფორმას არ იცვლის. მიმართებები გამოხატულია სიტყვათა ადგილმდებარეობის, ინტონაციის, დამხმარე (ე. წ. ცარიელი) სიტყვების საშუალებით. მაიზოლირებელი ენების ტიპური ნიმუშია ჩინური ენა. აგალუტინაციური და ფლექსიური ენები აფიქსიანი ენებია. განსხვავებას ის ქმნის, თუ როგორ, რა წესით უკავშირდება აფიქსი ფუძეს. აგლუტინაციურ ენაში თითოეული აფიქსი, ჩვეულებრივ გამოხატავს ერთ გრამატიკულ მნიშენელობას და ორგანულად არ ერწყმის არც ძირსა და არც სხვა აფიქსებს. ამიტომაც სიტყვის სტრუქტურა გამჭვირვალეა და სიტყვა ადვილად იშლება შემადგენელ ნაწილებად (მაგ. ქართ. მა-ტარებ-ლ-ებ-ის-კენ-ა-ც). აგლუტინაციური ენებია იბერიულ-კავკასიური, ფინურ-უნგრული, ზოგიერთი აფრიკული და ამერიკის ინდიელთა ენები და სხვ. ფლექსიურ ენაში კი შესაძლებელია ფუძის შერწყმა, რის გამოც ფუძის დაშლა ძნელი ხდება, მაგ., როდესაც ერთი აფიქსით ორი მნიშენელობაა გამოხატული (ქართ. კაც-თა ფორმაში - თა ერთდროულად რიცხვსაც აღნიშნავს და ბრუნვასაც) ან გრამატიკული მნიშვნელობის გამოსახატავად ფუძის ფლექსიაა გამოყენებული (ეგრეს – ვგრიხე). ფლექსიურია ინდოევროპული და სემიტური ენები. ინცკორპორაციული (შთასხეულებითი) ანუ პოლისინთეზური ენებისათვის დამახასიათებელია ის, რომ ზღვარი წინადადებასა და სიტყვას შორის წაშლილია. ის, რაც სხვა ენებში მთელი წინადადებით გადმოიცემა, ინკორპორაციულ ენაში გამოხატულია სიტყვით, რომელიც თავისი შინაარსით სხვა ენათა წინადადებას უდრის, ფორმით კი ზოგი სიტყვას უტოლდება. ინკორპორაციულია მაგ. ამერიკის ინდიელთა და ჩრდ. აზიის (პალეოაზიური) ენები.

ჩვეულებრიე, ენებში აღნიშნული ნიშნები პარალელურადაც გვხედება, მაგრამ კლასიფიკაციისას მნიშენელობა ენიჭება იმას, თუ ამა თუ იმ ენაში რომელი ნიშანი ჭარბობს, ე. ი. რომელია ტიპოლოგიურად განმსაზღვრელი მორფოლოგიური კლასიფიკაციის თავისებური ინტერპრეტაციაა ენათა ფსიქოლოგიური კლასიფიკაცია, რომელიც ემყარება ფორმიან და უფორმო ენათა დაპირისპირებას (ჰ. შტაინთალი, 1850: ფ. მისტელი, 1893). ტიპოლოგიური (მორფოლოგიური) კლასიფიკაციის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს აგრეთეე ე. სეპირის კონცეპტური კლასიფიკაცია. ე სეპირის თვალსაზრისით, ენაში გამოხატული ცნებები ოთხ ჯგუფს შეადგენს:
1. ძირითადი (კონკრეტული) ცნებები, რომლებიც გამოხატულია დამოუკიდებელი სიტყვებით ან ძირეული ელემენტებით და არ გადმოგეცემენ მიმართებებს;
2. დერივაციული ცნებები, გამოხატული აფიქსაციის ან ძირის შინაგანი ცვლილებით;
3. კონკრეტულ-რელაციური ანუ შერეულ-რელაციური ცნებები, გამოხატული აფიქსაციით ან ძირის ცვლილებით. მათი ძალა ერთი სიტყვის ფარგლებს სცილდება და სინტაქსურ ურთიურთობას ამყარებენ სიტყვათა შორის;
4. წმინდა რელაციური ცნებები, გამოხატული აფიქსაციით, ძირის ცვლილებებით, დამოუკიდებელი სიტყვებისა და ადგილმდებარეობის საშუალებით.
სინტაქსური ტიპოლოგიური კლასიფიკაციის ნიმუშია ი. მეშჩანინოვის კლასიფიკაცია წიადადების კონსტრუქციების მიხედვით. ამ კლასიფიკაციის თანახმად, გამოიყოფა წინადადების 7 ტიპი: ინკორპორაციული, უობიექტო, პოსესიური, ერგატიული, აფექტური, ლოკატიური და ნომინატიური. ერთ ენაში ერთდროულად შეიძლება შეგვხვდეს ერთზე მეტი კონსტრუქცია. ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას მიეკუთვნება აგრეთვე ენათა კაეშირებისა და ენობრივი წრეების გამოყოფის ცდა და სხვ.

ლ. ენუქიძე
ი. ქობალავა

ლიტერატურა

• ჩიქობავა არნ. ზოგადი ენათმეცნიერება. II, თბ., I945 (1983);
• შარაშენიძე თ. ენათა კლასიფიკაციის პრინციპები, თბ. 1958;
• მელიქიშვილი ი. მარკირების მიმართება ფონოლოგიაში, თბ. 1976;
• ასათიანი რ. ქართველურ ენათა ტიპოლოგიის საკითხები, თბ. I994.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები