ეპითეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ეპითეტი''' − (ბერძნ. epithetos – დართული, დამატებული), სიტყვა, რომელი...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ეპითეტი''' − (ბერძნ. epithetos – დართული, დამატებული), სიტყვა, რომელიც რომელიმე ნიშნით განსაზღვრავს საგანს ან მოვლენას, ე. ი. ასრულებს განსაზღვრების ფუნქციას. ჩვეულებრივი (ნეიტრალური) განსაზღვრებისაგან განსხვავებით, ეპითეტს აქვს ექსპრესიულ-სტილისტური ღირებულება, რაც მიიღწევა განსაზღვრების გამოყენებით იმ სიტყვასთან, რომელთანაც იგი სემანტიკურად თავსებადი არ არის (შდრ. ოქროს ბეჭედი – ოქროს გული) ყოველი განსაზღგრება პოტენციურად ეპითეტია, მაგრამ ეპითეტის თვისება შეიძლება შეიძინოს მხოლოდ კონტექსტში.
+
'''ეპითეტი''' − (ბერძნ. epithetos – დართული, დამატებული), სიტყვა, რომელიც რომელიმე ნიშნით განსაზღვრავს საგანს ან მოვლენას, ე. ი. ასრულებს განსაზღვრების ფუნქციას. ჩვეულებრივი (ნეიტრალური) განსაზღვრებისაგან განსხვავებით, ეპითეტს აქვს ექსპრესიულ-სტილისტური ღირებულება, რაც მიიღწევა განსაზღვრების გამოყენებით იმ სიტყვასთან, რომელთანაც იგი სემანტიკურად თავსებადი არ არის (შდრ. ოქროს ბეჭედი – ოქროს გული) ყოველი განსაზღვრება პოტენციურად ეპითეტია, მაგრამ ეპითეტის თვისება შეიძლება შეიძინოს მხოლოდ კონტექსტში.
  
 
მორფოლოგიური სტრუქტურის მიხედვით ეპითეტი შეიძლება იყოს მარტივი (მძინარე სამყარო, წარმტაცი ბუნება) და რთული (ჩალასავით ოქროსფერი თმა, ანგელოზივით სახის ბიჭი).
 
მორფოლოგიური სტრუქტურის მიხედვით ეპითეტი შეიძლება იყოს მარტივი (მძინარე სამყარო, წარმტაცი ბუნება) და რთული (ჩალასავით ოქროსფერი თმა, ანგელოზივით სახის ბიჭი).
  
 
სინტაქსური ფუნქციის თვალსაზრისით, ეპითეტი, როგორც განსაზღვრება, შეიძლება იყოს ადიექტიური (ამაღელვებელი სცენა, დანისლული თვალები, გასაოცარი წარმატება) და ადვერბიალური (შეხედა მგელივით, გაყინულად უმზერდა, მწვანედ ბიბინებდა, ქვასავით უმეტყველო…). არ არის გამორიცხული, რომ ადვერბიალური ეპითეტი გრამატიკულად უერთდებოდეს საზღვრულს (ზმნას ან სახელს), სემანტიკის თვალსაზრისით კი დაკავშირებული იყოს სხვა სიტყვასთან. მაგ., წინადადებაში
 
სინტაქსური ფუნქციის თვალსაზრისით, ეპითეტი, როგორც განსაზღვრება, შეიძლება იყოს ადიექტიური (ამაღელვებელი სცენა, დანისლული თვალები, გასაოცარი წარმატება) და ადვერბიალური (შეხედა მგელივით, გაყინულად უმზერდა, მწვანედ ბიბინებდა, ქვასავით უმეტყველო…). არ არის გამორიცხული, რომ ადვერბიალური ეპითეტი გრამატიკულად უერთდებოდეს საზღვრულს (ზმნას ან სახელს), სემანტიკის თვალსაზრისით კი დაკავშირებული იყოს სხვა სიტყვასთან. მაგ., წინადადებაში
„მზე წითლად ტოვებდა გორაკებს“ – ჩამავალი მზის წითელი ფერია ნაგულისხმევი, ე. ი. ადვერბიალური ფორმა ლოგიკურად დაკაეშირებულია არსებით სახელთან, მას განსასღვრავს, თუმცა ფორმალურად, წმინდა გრამატიკული თვალსაზსრისით იგი ზმნას უერთდება.
+
„მზე წითლად ტოვებდა გორაკებს“ – ჩამავალი მზის წითელი ფერია ნაგულისხმევი, ე. ი. ადვერბიალური ფორმა ლოგიკურად დაკავშირებულია არსებით სახელთან, მას განსაზღვრავს, თუმცა ფორმალურად, წმინდა გრამატიკული თვალსაზრისით იგი ზმნას უერთდება.
  
ადვერბიალური ეპითეტი ინფორმაციულად უფრო დატვირთულია. ამიტომაც თუ ადიექტიური ეპითეტის გასაგებად ზოგჯერ ვიწრო კონტექსტიც კი შეიძლება საკმარისი იყოს, ადვერბიალური ეპითეტის გასაგებად უმეტესწილად ფართო კონტექსტის ცოდნაა აუცილებელი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ყეელა ის დონე, რომელზეც შეიძლება ესა თუ ის ეპითეტი იქნეს გაანალიზებული (მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური, სემანტიკური, პროსოდიული, სიმბოლური, მეტასემიოტიკური), მხოლოდ ამგვარი ანალიზის შემდეგ ხდება
+
ადვერბიალური ეპითეტი ინფორმაციულად უფრო დატვირთულია. ამიტომაც თუ ადიექტიური ეპითეტის გასაგებად ზოგჯერ ვიწრო კონტექსტიც კი შეიძლება საკმარისი იყოს, ადვერბიალური ეპითეტის გასაგებად უმეტესწილად ფართო კონტექსტის ცოდნაა აუცილებელი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ყველა ის დონე, რომელზეც შეიძლება ესა თუ ის ეპითეტი იქნეს გაანალიზებული (მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური, სემანტიკური, პროსოდიული, სიმბოლური, მეტასემიოტიკური), მხოლოდ ამგვარი ანალიზის შემდეგ ხდება
 
შესაძლებელი ეპითეტის ნამდვილი აზრის გაგება  
 
შესაძლებელი ეპითეტის ნამდვილი აზრის გაგება  
  

მიმდინარე ცვლილება 16:35, 22 იანვარი 2024 მდგომარეობით

ეპითეტი − (ბერძნ. epithetos – დართული, დამატებული), სიტყვა, რომელიც რომელიმე ნიშნით განსაზღვრავს საგანს ან მოვლენას, ე. ი. ასრულებს განსაზღვრების ფუნქციას. ჩვეულებრივი (ნეიტრალური) განსაზღვრებისაგან განსხვავებით, ეპითეტს აქვს ექსპრესიულ-სტილისტური ღირებულება, რაც მიიღწევა განსაზღვრების გამოყენებით იმ სიტყვასთან, რომელთანაც იგი სემანტიკურად თავსებადი არ არის (შდრ. ოქროს ბეჭედი – ოქროს გული) ყოველი განსაზღვრება პოტენციურად ეპითეტია, მაგრამ ეპითეტის თვისება შეიძლება შეიძინოს მხოლოდ კონტექსტში.

მორფოლოგიური სტრუქტურის მიხედვით ეპითეტი შეიძლება იყოს მარტივი (მძინარე სამყარო, წარმტაცი ბუნება) და რთული (ჩალასავით ოქროსფერი თმა, ანგელოზივით სახის ბიჭი).

სინტაქსური ფუნქციის თვალსაზრისით, ეპითეტი, როგორც განსაზღვრება, შეიძლება იყოს ადიექტიური (ამაღელვებელი სცენა, დანისლული თვალები, გასაოცარი წარმატება) და ადვერბიალური (შეხედა მგელივით, გაყინულად უმზერდა, მწვანედ ბიბინებდა, ქვასავით უმეტყველო…). არ არის გამორიცხული, რომ ადვერბიალური ეპითეტი გრამატიკულად უერთდებოდეს საზღვრულს (ზმნას ან სახელს), სემანტიკის თვალსაზრისით კი დაკავშირებული იყოს სხვა სიტყვასთან. მაგ., წინადადებაში „მზე წითლად ტოვებდა გორაკებს“ – ჩამავალი მზის წითელი ფერია ნაგულისხმევი, ე. ი. ადვერბიალური ფორმა ლოგიკურად დაკავშირებულია არსებით სახელთან, მას განსაზღვრავს, თუმცა ფორმალურად, წმინდა გრამატიკული თვალსაზრისით იგი ზმნას უერთდება.

ადვერბიალური ეპითეტი ინფორმაციულად უფრო დატვირთულია. ამიტომაც თუ ადიექტიური ეპითეტის გასაგებად ზოგჯერ ვიწრო კონტექსტიც კი შეიძლება საკმარისი იყოს, ადვერბიალური ეპითეტის გასაგებად უმეტესწილად ფართო კონტექსტის ცოდნაა აუცილებელი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ყველა ის დონე, რომელზეც შეიძლება ესა თუ ის ეპითეტი იქნეს გაანალიზებული (მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური, სემანტიკური, პროსოდიული, სიმბოლური, მეტასემიოტიკური), მხოლოდ ამგვარი ანალიზის შემდეგ ხდება შესაძლებელი ეპითეტის ნამდვილი აზრის გაგება

ნ. ქემერტელიძე.



[რედაქტირება] ლიტერატურა

დანელია კ., ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები