იდიოლექტი
(ახალი გვერდი: '''იდიოლექტი''' – (ბერინ. idios – თავისი, თავისებური და (dia)lektos – კილო, კ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
| − | [[ | + | [[კატეგორია:ენათმეცნიერება]] |
[[კატეგორია:მეტყველება]] | [[კატეგორია:მეტყველება]] | ||
15:42, 12 იანვარი 2024-ის ვერსია
იდიოლექტი – (ბერინ. idios – თავისი, თავისებური და (dia)lektos – კილო, კილოკავი), ინდივიდუალური ენა; ენის ცალკეული მატარებლისათვის დამახასიათებელი მეტყველება (ან წერის თავისებურება) ამა თუ იმ კონკრეტული საერთო ენობრივი სისტემის შიგნით; მოცემული ენის რეალიზაცია ცალკეული ინდივიდის მეტყველებაში, რომელსაც მოლაპარაკე იყენებს კომუნიკაციის მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, იდიოლექტური ვარიაცია იქნება განსხვავება კონკრეტულ ინდივიდთა მეტყველებაში ერთი ენის შიგნით. მაგრამ, როგორც აღნიშნულია, იდიოლექტი არ არის აღწერის ერთიანი ობიექტი. მისი განუმეორებლობა შედეგია ისეთი განსხვავებული ფაქტორების გადაკვეთისა, როგორიცაა მოცემული ინდივიდის დამოკიდებულება ინდივიდთა დროებით ან მუდმივ ჯგუფებთან, სიტუაციური სტილისტიკური ვარიანტები, რომელთაც ის იყენებს კონკრეტულ შემთხვევებში, აგრეთეე თვით ინდივიდის უნიკალური პიროვნული ნიშნები (ჯ. გრინბერგი). იდიოლექტის დონემდე მეტყველების ტიჰების დაყვანის საწინააღმდეგო არგუმენტებია წამოყენებული უ. ვაინრაიხის მიერაც:
1. იდიოლექტი არ არის ჰომოგენური წარმონაქმნი, შესაძლებელია მისი შემდგომი დაშლა სტილების მიხედვით;
2. სამეტყველო მოდელის უცვლელობაზე ლაპარაკი შეიძლება არა ერთი ინდივიდის, არამედ მხოლოდ ორი ინდივიდის დიალოგიური ურთიერთობის პირობებში.
ვიწრო მნიშვნელობით იდიოლექტი აღნიშნავს მხოლოდ ინდივიდისათვის დამახასიათებელ სამეტყველო თავისებურებებსა და ჩვევებს (ხმისსიმაღლე, მეტყველების რიტმი დამისთ.).
ი. ქობალავა
ლიტერატურა
- გაინრაიხი უ. შესაძლებელია თუ არა სტრუქტურული დიალექტოლოგია? (თარგმ. ინგ-დან. – კრ. „მიმომხილველი“, IV – V, თბ., 1967.