გრამატიკული მნიშვნელობა
(→წყარო) |
|||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
* [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | * [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:გრამატიკა]] | [[კატეგორია:გრამატიკა]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული ენა]] |
მიმდინარე ცვლილება 23:26, 7 მაისი 2025 მდგომარეობით
გრამატიკული მნიშვნელობა − განზოგადებული, განყენებული ენობრივი მნიშვნელობა, რომელიც ახასიათებს სიტყვებს, სიტყვაფორმებს, სინტაქსურ კონსტრუქციებს და მყარ სიტყვათშეხამებებს. მორფოლოგიის დონეზე ეს არის სიტყვის, როგორც მეტყველების ნაწილის, ზოგადი მნიშვნელობა (მაგ. საგნობრიობა არსებით სახელებში, პროცესუალობა ზმნებში…); აგრეთვე სიტყვათა, სიტყვაფორმათა კონკრეტული მნიშვნელობები, რომლითაც ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს გრამატიკული კატეგორიის ფარგლებში (მაგ., სახელის ბრუნვა, ზმნის პირი, დრო.) სინტაქსის დონეზე ეს არის პრედიკატიულობა, აგრეთვე მრავალფეროვანი მიმართებები წინადადების წევრებსა (მაგ., სუბიექტს, ობიექტს, მოდიფიკატორებს…) და წინადადებებს შორის. გრამატიკული მნიშვნელობის ნაცვლად ლინგვისტურ ლიტერატურაში გვხვდება ტერმინი სტრუქტურული მნიშვნელობაც (ნ.კ. ფრიზი).
ნ. ლოლაძე