თუხარისის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თუხარისის საერისთავო“ გადაიტანა გვერდზე „თუხარისის ერისთავი...)
(წყარო)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
 
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
  
[[კატეგორია:საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველოს მოხელეები]]
+
[[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მოხელეები ძველ საქართველოში]]
[[კატეგორია:თანამდებობები]]
+
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:საერისთავოები]]
 
[[კატეგორია:საერისთავოები]]

10:47, 19 ივნისი 2017-ის ვერსია

თუხარისის ერისთავი - თუხარისი საქართველოს უძველეს ანტიკურ ქალაქთა რიცხვში მოიხსენიება. იგი მდებარეობდა მდ. ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ამიერ-ტაოსა და კლარჯეთის საზღვარზე. დიდი ხნის განმავლობაში ციხექალაქი თუხარისი და მისი მიმდებარე მიწა-წყალი სამეფო დომენის კუთვნილება იყო. IV ს-ში მეფე მირდატმა აქ ააშენა პირველი ეკლესია, რომელიც იმთავითვე მცხეთის სამწყსოში შედიოდა. თუხარისი, როგორც სასაზღვრო ტერიტორიის ცენტრი, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებდა - ადრეულ შუა საუკუნეებში იგი რამდენჯერმე მიიტაცა ბიზანტიამ. IX ს-დან ქალაქი ტაო-კლარჯეთის სამთავროში შედიოდა და კლარჯი ბაგრატიონების სამფლობელო იყო.

თუხარისის საერისთავო დაფუძნდა XI ს-ში, საქართველოს გაერთიანების კვალდაკვალ. საერისთვოს რეზიდენციას წარმოადგენდა თუხარისის ციხე. პირველად თუხარისის ერისთავი მოიხსენიება „მატიანე ქართლისაჲში“ ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტ ბაღვაშის დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდში (1045-1047), საიდანაც ჩანს, რომ ფარსმან თმოგველი და თუხარისის ერისთვი ბეშქენ ჯაყელი ბაგრატს განდგომიან და ლიპარიტს მიმხრობიან. თუხარისის ერისთავი ბეშქენ ჯაყელი იხსენიება აგარის სამშენებლო წარწერაში: „ერისთავთ-ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე, ეფრემ, ხელვყავ შენებად ტრაპეზისა ამისა“. შეინარჩუნა თუ არა ბეშქენ ჯაყელმა თუხარისის ერისთაობა ლიპარიტის დამხობის შემდეგ, უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი შთამომავალი უნდა იყოს დავით აღმაშენებლის თანამედროვე ბეშქენ ჯაყელიც, რომელიც 1118 წ-ის სიახლოვეს თურქთაგან ჯავახეთში დაიღუპა, რის გამოც მეფემ სასტიკად იძია შური. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მას ერისთავობით არ მოიხსენიებს, მაგრამ ასეთი „უზუსტობა“ ხშირია დავითის ისტორიკოსთან. ამიტომ მიიჩნევს ნ. ბერძენიშვილი მას ერისთავად. უცნობია თუხარისის საერისთავოს გაუქმების თარიღიც. ვახუშტი ბაგრატიონი გიორგი ბრწყინვალის მიერ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახლად დასმულ ერისთავთა შორის თუხარისის ერისთავს არ ახსენებს. სავარაუდოდ, ამ დროიდან თუხარისის „ქვეყანა“ მცხეთის ეკლესიის იურისდიქციაშია, ხოლო თუხარლები - მცხეთის საყდრისშვილები. გვიანდელ საბუთებში (XVI ს.) თუხარელთა მამული ყოველთვიის ქართლის კათალიკოსის მესხეთის ძველ სამწყსოთა შორის იხსენიება.

წყაროები და ლიტერატურა

მეფეთა ცხოვრება 1955: 9; მატიანე ქართლისაჲ 1955: 298; სილოგავა 1983: 276; დავით აღმაშენებლის ცხოვრება 1959: 334; ვახუშტი 1973: 258; შარაშიძე 1961: 35; ბერძენიშვილი 1974: 64; ბახტაძე 2003: 263.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები