კომპიუტერული ლინგვისტიკა
(ახალი გვერდი: '''კომპიუტერული ლინგვისტიკა''' – გამოყენებითი ლინგვისტიკის მ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''კომპიუტერული ლინგვისტიკა''' – გამოყენებითი ლინგვისტიკის მიმდინარეობა, რომელიც ადგენს ლინგვისტურ მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ავტომატიზებულ მეთოდებს. ამ ტერმინის ატრიბუტული ნაწილი ( | + | '''კომპიუტერული ლინგვისტიკა''' – გამოყენებითი ლინგვისტიკის მიმდინარეობა, რომელიც ადგენს ლინგვისტურ მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ავტომატიზებულ მეთოდებს. ამ ტერმინის ატრიბუტული ნაწილი („კომპიუტერული”) გამართლებულია იმდენად, რამდენადაც პირველადი ბიძგი ამ დარგის განვითარებას გამომთვლელმა მანქანამ (კომპიუტერმა) მისცა. კვლევის არედ მანქანური თარგმნის ამოცანა იქცა. როგორც კი პირველი, საკმაოდ ზერელე, წარმატების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპიუტერი ამ ამოცანას მარტო ვერ გადაწყვეტდა, გაჩნდა ორგვარი რეაქცია: ერთი მხრივ, დაცხრა ინტერესი მანქანური თარგმნის მიმართ, მეორე მხრივ, სტიმული მიეცა ამ ამოცანისა (მანქანური თარგმნისა) და, საერთოდ, ენისადმი კომპიუტერული მიდგომის ღრმა თეორიულ შესწავლასა და გააზრებას. |
| + | |||
| + | ამ მიმდინარეობის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მოსკოვის სკოლას (ი. მელჩუკი, ა. ჟოლკოვსკი, ი. აპრესიანი). მათი | ||
| + | (უპირველესად ი. მელჩუკის) თაოსნობით დამუშავდა ისეთი მოდელის საფუძვლები, რომელიც ნებისმიერი განვითარებული ენობრივი კომპიუტერული სისტემის ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდეს. ასეთია „შინაარსი ←→ ტექსტი“-ს მოდული, რომელიც მოწოდებულია ადამიანის ენობრივი ქცევის ორი ძირითადი პროცესის საიმიტაციოდ. ეს პროცესებია ტექსტის წარმოქმნა (ანუ სინთეზი) და ტექსტის გაგება (ანუ ანალიზი). პროცესები ხორციელდება საფეხურებრივად: ანალიზი იწყება ტექსტის ჩვეულებრივი ფონემური/გრაფემული | ||
| + | წარმოდგენის მორფოლ. გარჩევით, რის შემდეგაც სინტაქსურ წესებს მორფოლოგიური ანალიზის შედეგები გადაყავს ტექსტის სინტაქსურ წარმოდგენაში: შედეგი გადამუშავდება სემანტიკური კომპონენტების მეშვეობით ტექსტის საბოლოო (მოცემული პროცესისათვის) სემანტიკურ წარმოდგენად. ეს უკანასკნელი ექსპლიციტურად უნდა გამოხატავდეს შესავალ ტექსტში იმპლიციტურად კოდირებულ შინაარსს. სინთეზმა, ბუნებრივია, უნდა გაიაროს იგივე საფეხურები საპირისპირო მიმართულებით. | ||
01:01, 29 იანვარი 2024-ის ვერსია
კომპიუტერული ლინგვისტიკა – გამოყენებითი ლინგვისტიკის მიმდინარეობა, რომელიც ადგენს ლინგვისტურ მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ავტომატიზებულ მეთოდებს. ამ ტერმინის ატრიბუტული ნაწილი („კომპიუტერული”) გამართლებულია იმდენად, რამდენადაც პირველადი ბიძგი ამ დარგის განვითარებას გამომთვლელმა მანქანამ (კომპიუტერმა) მისცა. კვლევის არედ მანქანური თარგმნის ამოცანა იქცა. როგორც კი პირველი, საკმაოდ ზერელე, წარმატების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპიუტერი ამ ამოცანას მარტო ვერ გადაწყვეტდა, გაჩნდა ორგვარი რეაქცია: ერთი მხრივ, დაცხრა ინტერესი მანქანური თარგმნის მიმართ, მეორე მხრივ, სტიმული მიეცა ამ ამოცანისა (მანქანური თარგმნისა) და, საერთოდ, ენისადმი კომპიუტერული მიდგომის ღრმა თეორიულ შესწავლასა და გააზრებას.
ამ მიმდინარეობის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მოსკოვის სკოლას (ი. მელჩუკი, ა. ჟოლკოვსკი, ი. აპრესიანი). მათი (უპირველესად ი. მელჩუკის) თაოსნობით დამუშავდა ისეთი მოდელის საფუძვლები, რომელიც ნებისმიერი განვითარებული ენობრივი კომპიუტერული სისტემის ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდეს. ასეთია „შინაარსი ←→ ტექსტი“-ს მოდული, რომელიც მოწოდებულია ადამიანის ენობრივი ქცევის ორი ძირითადი პროცესის საიმიტაციოდ. ეს პროცესებია ტექსტის წარმოქმნა (ანუ სინთეზი) და ტექსტის გაგება (ანუ ანალიზი). პროცესები ხორციელდება საფეხურებრივად: ანალიზი იწყება ტექსტის ჩვეულებრივი ფონემური/გრაფემული წარმოდგენის მორფოლ. გარჩევით, რის შემდეგაც სინტაქსურ წესებს მორფოლოგიური ანალიზის შედეგები გადაყავს ტექსტის სინტაქსურ წარმოდგენაში: შედეგი გადამუშავდება სემანტიკური კომპონენტების მეშვეობით ტექსტის საბოლოო (მოცემული პროცესისათვის) სემანტიკურ წარმოდგენად. ეს უკანასკნელი ექსპლიციტურად უნდა გამოხატავდეს შესავალ ტექსტში იმპლიციტურად კოდირებულ შინაარსს. სინთეზმა, ბუნებრივია, უნდა გაიაროს იგივე საფეხურები საპირისპირო მიმართულებით.