მეტყველება
(ახალი გვერდი: '''მეტყველება''' – 1. ლაპარაკი, საუბარი, რომლის საშუალებითაც მყ...) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
(ინგლ.) – არ გამოხატავენ ზუსტად იმ აზრს, რაც სოსიურმა ჩადო ამ ცნებების დიქოტომიაში, ეს ტერმინები ხშირად სწორედ ფრანგული ვარიანტით იხმარება სხვადასხვა ენაში; უფრო გვიან შემოვიდა ტერმინები competense | (ინგლ.) – არ გამოხატავენ ზუსტად იმ აზრს, რაც სოსიურმა ჩადო ამ ცნებების დიქოტომიაში, ეს ტერმინები ხშირად სწორედ ფრანგული ვარიანტით იხმარება სხვადასხვა ენაში; უფრო გვიან შემოვიდა ტერმინები competense | ||
„კომპეტენცია“, „ცოდნა“, vs performanse „ქმედება“, „გამოყენება“ (ნ. ჩომსკი), რომლებიც ამავე დაპირისპირებას ასახავენ და თუმცა უფრო შეზღუდულად, მაგრამ მაინც იხმარება langue და parole-ის სანაცვლოდ. | „კომპეტენცია“, „ცოდნა“, vs performanse „ქმედება“, „გამოყენება“ (ნ. ჩომსკი), რომლებიც ამავე დაპირისპირებას ასახავენ და თუმცა უფრო შეზღუდულად, მაგრამ მაინც იხმარება langue და parole-ის სანაცვლოდ. | ||
| + | |||
| + | ის მახასიათებლები, რომლებითაც მეტყველება უპირისპირდება ენას, ფ. დე სოსიურის მიხედეით, შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ენა არის სისტემა, მიმართებათა აბსტრაქტული კოდი, რომელიც სოციალურ იმპერატივს | ||
| + | წარმოადგენს. იგი საფუძელად უდევს მოცემული ენის ყველა გამონათქვამს. კონკრეტული სამეტყველო მოქმედების ყოველი კონკრეტული შემთხვევა ემყარება და ასახავს ენის ზოგად (აბსტრაქტულ) სისტემას, მეტყველება არის ენის ამოქმედება და ფუნქციობა. მეტყველება ეფუძნება ადამიანის ბუნებრივ (ფ. დე სოსიური), თანდაყოლილ (ნ. ჩომსკი) უნარს, შეისწავლოს ესა თუ ის ენა და საკომუნიკაციოდ გამოიყენოს იგი. ამ თვალსაზრისით, ენა და მეტყველება ქმნიან ერთ მთლიანობას, რომელიც თავისი მახასიათებლებით ადამიანისათვის სპეციფიკური ფენომენია. | ||
00:32, 3 თებერვალი 2024-ის ვერსია
მეტყველება –
1. ლაპარაკი, საუბარი, რომლის საშუალებითაც მყარდება ურთიერთობა.
2. მეტყველება განისაზღვრება როგორც ენის (langue), ანუ ენობრივი სისტემის სამეტყველო რეალიზაცია. იგი ფსიქო-ფიზიკური ფენომენია, რომლის მეშვეობითაც ხდება ენის სისტემის აქტუალიზაცია საკომუნიკაციო აქტებში. მეტყველება არის სისტემის ინდივიდუალური გამოყენება. მეტყველება კონკრეტულია და წარმოიქმნება ენის სისტემაში არსებული კოდის საფუძველზე.
მეტყველების, როგორც ლინგვისტური ცნების, გამოცალკევებასა და მოგეიანებით მის ცალკე შესწავლას საფუძველი დაუდო ფ. დე სოსიურის მიერ ენისა (langue) და მეტყველების (parole) ერთმანეთთან დაპირისპირებამ. რამდენადაც სხვა ევროპული ენების შესაბამისი ტერმინები – Sprache – Rede (გერმ) ან language – speech (ინგლ.) – არ გამოხატავენ ზუსტად იმ აზრს, რაც სოსიურმა ჩადო ამ ცნებების დიქოტომიაში, ეს ტერმინები ხშირად სწორედ ფრანგული ვარიანტით იხმარება სხვადასხვა ენაში; უფრო გვიან შემოვიდა ტერმინები competense „კომპეტენცია“, „ცოდნა“, vs performanse „ქმედება“, „გამოყენება“ (ნ. ჩომსკი), რომლებიც ამავე დაპირისპირებას ასახავენ და თუმცა უფრო შეზღუდულად, მაგრამ მაინც იხმარება langue და parole-ის სანაცვლოდ.
ის მახასიათებლები, რომლებითაც მეტყველება უპირისპირდება ენას, ფ. დე სოსიურის მიხედეით, შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ენა არის სისტემა, მიმართებათა აბსტრაქტული კოდი, რომელიც სოციალურ იმპერატივს წარმოადგენს. იგი საფუძელად უდევს მოცემული ენის ყველა გამონათქვამს. კონკრეტული სამეტყველო მოქმედების ყოველი კონკრეტული შემთხვევა ემყარება და ასახავს ენის ზოგად (აბსტრაქტულ) სისტემას, მეტყველება არის ენის ამოქმედება და ფუნქციობა. მეტყველება ეფუძნება ადამიანის ბუნებრივ (ფ. დე სოსიური), თანდაყოლილ (ნ. ჩომსკი) უნარს, შეისწავლოს ესა თუ ის ენა და საკომუნიკაციოდ გამოიყენოს იგი. ამ თვალსაზრისით, ენა და მეტყველება ქმნიან ერთ მთლიანობას, რომელიც თავისი მახასიათებლებით ადამიანისათვის სპეციფიკური ფენომენია.