იალნოს ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია: ქედები საქართველოში]] | [[კატეგორია: ქედები საქართველოში]] | ||
| + | [[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:33, 17 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
იალნოს ქედი – კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე კახეთში, საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. სიგრძე – 18 კილომეტრი, უმაღლესი წერტილია იალნოს მთა (სიმაღლე –1874 მეტრი).
აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით. საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. წარმოადგენს შემდეგი მდინარეების წყალგამყოფს: თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანას (ივრის მარჯვენა შენაკადი), აგრეთვე წყალგამყოფია ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისისხევის. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარით და წიფლნარით. თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.
[რედაქტირება] წყარო
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება