ვარდანისძე ვახდანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვარდანისძე ვახდანგ“ გადაიტანა გვერდზე „ვახდანგ ვარდანისძე“ გ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვახდანგ ვარდანისძე“ გადაიტანა გვერდზე „ვარდანისძე ვახდანგ“ გ...) |
11:57, 9 ივნისი 2017-ის ვერსია
ვახდანგ ვარდანისძე - სვანთა ერისთავი X ს-ის მეორე ნახევარში. მოხსენიებულია ჩვაბიანის ეკლესიის ორ ნაკაწრ წარწერაში: „წმიდაო მაცხოვარო, შეიწყალე ვახდაგ ერისთავი“. „წმიდაო მაცხოვარო, შეიწყალე ვახდანგ ერისთავი. მაშინ დავწერეთ, ოდეს იოვანე ერისთავი სულკურთხეული გარდაიცვალა“. წარწერები დათარიღებულია X ს-ის მეორე ნახევრით. აშკარაა, რომ ვახდანგ ერისთავი იოვანე ერისთავის შემდეგ გამხდარა ერისთავი. შესაძლოა, ისინი მამა-შვილი არიან.
წყარო
სილოგავა 1988: 179-180, 400-401;
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017