ვარდანისძე ვარდან (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვარდან (II) ვარდანისძე“ გადაიტანა გვერდზე „ვარდანისძე ვარდან (II)“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვარდანისძე ვარდან (II)“ გადაიტანა გვერდზე „ვარდან (II) ვარდანისძე“...)

12:27, 9 ივნისი 2017-ის ვერსია

ვარდან (II) ვარდანისძე - სვანთა ერისთავი XI ს-ის ბოლო მესამედი. სვანთა ერისთავი ვარდან ვარდანისძე არის გიორგი II-ის წინააღმდეგ ამბოხებული ერისთავი, რომელსაც გიორგი მეფემ ასკალანა (გურიაში) უბოძა და წყალობით შემოირიგა. მისი შთამომავლები დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, გურიის ერისთავები ხდებიან. სწორედ ამ გარემოებებს უნდა გამოეწვია სვანთა ერისთავების სახელებისა და ტიტულების გაჩენა მათ მიერ გურიის ეკლესიებისათვის შეწირული ხატების წარწერებზე. საკუთრივ სვანთა ერისთავი ვარდან ვარდანისძე იხსენიება ჯუმათის წმ. გიორგის ხატის წარწერაში.



წყაროები და ლიტერატურა

მატიანე 1955: 315-316, 361; ბაქრაძე 1987: 218; Чубинашвили 1959: 236; მესხია 1979: 123; ქართველიშვილი 2008: 267.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები