ჯაყელი მანუჩარ II
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მანუჩარ II ჯაყელი“ გადაიტანა გვერდზე „ჯაყელი მანუჩარ II“ გადამის...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მანუჩარ II ჯაყელი''' – | + | '''მანუჩარ II ჯაყელი''' – სამცხის [[ათაბაგი]] 1581-1614, ქაიხოსრო II -ის ძე. მისი მცირეწლოვნობის დროს სამთავროს განაგებდა დედამისი დედისიმედი. მანუჩარ II ჯაყელი ოსმალებმა გაამაჰმადიანეს, მუსტაფა უწოდეს და ახალციხის საფაშო უბოძეს. ოსმალებმა მას დაავალეს [[სიმონ I]]-ის წინააღმდეგ [[ბრძოლა]], მაგრამ მანუჩარ II ჯაყელი სიმონის, მხარეზე გადავიდა და მასთან ერთად ებრძოდა ოსმალებს. სულთნის ხელისუფლებამ მანუჩარ II-ის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ მან თავი დააღწია მტერს და აჯანყება დაიწყო. 1581 მანუჩარ II -მ უარყო მაჰმადიანობა, ცოლად სიმონ I -ის ქალიშვილი ელენე შეირთო და ათაბაგი გახდა. ოსმალებმა ჩილდირის ბეგლარბეგად იუსუფ-ფაშა დასვეს და აჯანყების ჩაქრობა დაავალეს, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. ოსმალები კომპრომისზე წავიდნენ - 1583 წელს ბეგლარბეგად მანუჩარ II აღადგინეს. იგი სულთნისაგან [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] შენარჩუნებით ათაბაგობის აღდგენას მოითხოვდა. ოსმალებს მესხეთის ინკორპორაცია ჰქონდათ გადაწყვეტილი და 1587 წელს მანუჩარ II-ის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნეს. მანუჩარ II [[ირანი]]ს ორიენტაციის გზას დაადგა და თვითონაც ირანში გადავიდა. |
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
* ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983 | * ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983 | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სამცხის ათაბაგები]] |
[[კატეგორია:ჯაყელები]] | [[კატეგორია:ჯაყელები]] | ||
01:40, 2 აპრილი 2024-ის ვერსია
მანუჩარ II ჯაყელი – სამცხის ათაბაგი 1581-1614, ქაიხოსრო II -ის ძე. მისი მცირეწლოვნობის დროს სამთავროს განაგებდა დედამისი დედისიმედი. მანუჩარ II ჯაყელი ოსმალებმა გაამაჰმადიანეს, მუსტაფა უწოდეს და ახალციხის საფაშო უბოძეს. ოსმალებმა მას დაავალეს სიმონ I-ის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ მანუჩარ II ჯაყელი სიმონის, მხარეზე გადავიდა და მასთან ერთად ებრძოდა ოსმალებს. სულთნის ხელისუფლებამ მანუჩარ II-ის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ მან თავი დააღწია მტერს და აჯანყება დაიწყო. 1581 მანუჩარ II -მ უარყო მაჰმადიანობა, ცოლად სიმონ I -ის ქალიშვილი ელენე შეირთო და ათაბაგი გახდა. ოსმალებმა ჩილდირის ბეგლარბეგად იუსუფ-ფაშა დასვეს და აჯანყების ჩაქრობა დაავალეს, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. ოსმალები კომპრომისზე წავიდნენ - 1583 წელს ბეგლარბეგად მანუჩარ II აღადგინეს. იგი სულთნისაგან ქრისტიანობის შენარჩუნებით ათაბაგობის აღდგენას მოითხოვდა. ოსმალებს მესხეთის ინკორპორაცია ჰქონდათ გადაწყვეტილი და 1587 წელს მანუჩარ II-ის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნეს. მანუჩარ II ირანის ორიენტაციის გზას დაადგა და თვითონაც ირანში გადავიდა.
წყარო
- ქართული დიპლომატიური ლექსიკონი
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ.,1983