მარკუს ავრელიუსი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რომის იმპერატორები]] |
[[კატეგორია:რომაელი ფილოსოფოსები]] | [[კატეგორია:რომაელი ფილოსოფოსები]] | ||
[[კატეგორია:სტოიკოსები]] | [[კატეგორია:სტოიკოსები]] | ||
01:17, 3 ივნისი 2024-ის ვერსია
მარკუს ავრელიუს ანტონინუსი –(ლათ. Marcus Aurelius Antoninus; დ. 26 აპრილი, 121 — გ. 17 მარტი, 180), რომის იმპერატორი.
დაიბადა ესპანური წარმოშობის სენატორის ოჯახში. 138 იშვილა მომავალმა იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა. 145 დაქორწინდა პიუსის ქალიშვილზე – ფაუსტინაზე. 146 გამოცხადდა იმპერატორის თანამმართველად. 161 გახდა იმპერატორი.
II საუკუნის მეორე ნახევარი ცნობილია თავდაცვითი ომების სიხშირით, რაც გამოწვეული იყო ბარბაროსული ტომების გააქტიურებით. პართიასთან ხანგრძლივი ომებით (162-66) იმპერიამ საგრძნობლად განიმტკიცა აღმოსავლეთი საზღვრები. აღდგა სომხეთში რომაული გავლენა. 162 ჩააქრეს ბიზანტიის აჯანყება. მარკუს ავრელიუსმა დიდი როლი შეასრულა გერმანელი ტომების, მარკომანების, რომის სამფლობელოებიდან განდევნის საქმეში (166-80). მის მიერ დადებულმა ხელშეკრულებებმა დროებით მოაწესრიგა ურთიერთობა გერმანელ და სარმატ ტომებთან. იყო სამართლიანი და ბრძენი მმართველი. ანტიკური ტრადიცია მას მიიჩნევს იდეალურ იმპერატორად, რომლის საფუძვლადაც თვლიდნენ გვირგვინოსნის ჰუმანურობას. ითვლება სტოიკური ფილოსოფიის უკანასკნელ დიდ წარმომადგენლად.