მარშალი ჯორჯ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარშალი ჯორჯ“ გადაიტანა გვერდზე „ჯორჯ მარშალი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯორჯ მარშალი“ გადაიტანა გვერდზე „მარშალი ჯორჯ“ გადამისამართე...) |
17:01, 2 აპრილი 2024-ის ვერსია
ჯორჯ კეტლეტ მარშალი – (ინგლ. George Catlett Marshall; დ. 31 დეკემბერი, 1880, იუნიონტაუნი, პენსილვანიის შტატი ― გ. 16 ოქტომბერი, 1959, ვაშინგტონი), აშშ-ის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1901-დან. 1938 – აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაგეგმვის სამმართველოს უფროსი; 1938-39 გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. 1939 შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ხოლო 1939-45 ატლანტიკური ქარტიის (1941) შემუშავებაში, კასაბლანკის (1943), თეირანის (1943), ყირიმის (იალტის) (1945), ბერლინის (პოდსდამის) (1945) კონფერენციებში. 1945-47 – ჩინეთში აშშ-ს პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი ელჩის რანგით. 1947-49 აშშ-ს სახელმწიფო მდივანი „ცივი ომის“ პოლიტიკისა და ნატოს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. აქტიურად მონაწილეობდა „ტრუმენის დოქტრინისა“ და „მარშალის გეგმის“ შემუშავებაში, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. სათავეში ედგა აშშ-ის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სესიებზე (1947) რიო დე ჟანეიროს ხელშეკრულების (1947) შემუშავებისას. ბოგოტის კონფერენციაზე – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი.